Kursi.ge-ის მთავარი იდეა მომხმარებლისთვის პირდაპირ ჯიხურის კურსით ონლაინ კონვერტაციის შეთავაზებაა | გიორგი აგლაძე
Kursi.ge-ის მთავარი იდეა მომხმარებლისთვის პირდაპირ ჯიხურის კურსით ონლაინ კონვერტაციის, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას Kursi.ge-ის თანადამფუძნებელმა, გიორგი აგლაძემ განაცხადა.
„Kursi.ge პირველი ლიცენზირებული ონლაინ კონვერტაციის პლატფორმაა. იდეა საიდან წამოვიდა? ალბათ ჩვენს მაყურებელსაც ხშირად ჰქონია შემთხვევა, როდესაც შედარებით მსხვილი თანხის დახურდავება უწევს, მაგალითად, მანქანის ან სხვა ნივთის შესაძენად. ბანკიდან გამოაქვს თანხა, მიდის ჯიხურში და უკეთესი კურსით ახურდავებს, რომ თანხა დაზოგოს, შემდეგ კი, შესაძლოა, თანხა ისევ ბანკში შეაქვს. ჩვენ გადავწყვიტეთ, ეს პრობლემა აღმოგვეფხვრა და მომხმარებლისთვის პირდაპირ ჯიხურის კურსით, ონლაინ კონვერტაცია შეგვეთავაზებინა. ეს არის Kursi.ge-ის მთავარი იდეა“, - აცხადებს გიორგი აგლაძე.
სხვა სიახლეები
9 მილიარდ ლარზე მეტი გვაქვს უკვე კონვერტირებული, 200 000-ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი გვყავს - Kursi.ge-ის თანადამფუძნებელი
19.10.2026.09:44
9 მილიარდზე მეტი გვაქვს უკვე კონვერტირებული, 200 000-ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი გვყავს, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას Kursi.ge-ის თანადამფუძნებელმა, გიორგი აგლაძემ განაცხადა.
„2023 წელს ჩვენ ვნახეთ, ეროვნულ ბანკს ჰქონდა გამოცხადებული განაცხადების მიღება ინოვაციურ კონვერტაციის ბიზნესებზე. ჩვენ შევიტანეთ ეს განაცხადი და, საკმაოდ რთული იყო, რომ არ მოგატყუოთ, ეროვნული ბანკი ძალიან ზრუნავს მომხმარებლების უფლებების დაცვაზე.
2024 წლის მარტში გავედით ლაივზე, სატესტო sandbox რეჟიმში. 2024 წლის ბოლოს უკვე მოვიპოვეთ GITA-ს გრანტი, რაც უმნიშვნელოვანესი იყო. იმის გარდა, რომ ეს რაღაც თანხობრივი დახმარებაა და მონაწილეობა, ჩვენ დავინახეთ, რომ ჩვენს გარდა, დამფუძნებლებისა და თანამშრომლების გარდა, ვენჩურულ ბიზნესსაც სჯერა ჩვენი, იმიტომ, რომ GITA-ს ჟიურიში სწორედ ვენჩურული, დიდი, მსხვილი ვენჩორული ბიზნესების წარმომადგენლები არიან. ამან რაღაც სიგნალი მოგვცა, რომ რაღაც სწორს ვაკეთებდით.
შემდეგ უკვე იყო EBRD-ის დახმარება, ინოვაციური სტარტაპის სტატუსი, რომელმაც უკვე მასშტაბირების შესაძლებლობა მოგვცა. ჩვენ ახლა 60 თანამშრომელი გვყავს. 9 მილიარდზე მეტი გვაქვს უკვე დახურდავებული, 200 000-ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი გვყავს, რომელიც ყოველდღიურად სარგებლობს ჩვენი სერვისით და, როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, 350 მილიონზე ვართ ასული დანაზოგების კონტექსტში.
შვეიცარული ფონდიდან - მე ვიყავი ჩასული თვითონ შვეიცარიაში. ბორდი დამხვდა, ძალიან ბევრი კითხვა დაისვა თვითონ საქართველოზე, ეკონომიკაზე, ჩვენს გეზზე და უკვე იქ გადაწყვიტეს, რომ გვაძლევდნენ ამ არაუზრუნველყოფით დაფინანსებას. ეს არის განვითარებაზე ორიენტირებული ფონდი“, - აცხადებს გიორგი აგლაძე.