მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7258.8
0.019
flag
AZN 1.5841
-0.0001
flag
CNY 39.476
0.0079
flag
EUR 3.1627
0.0122
flag
GBP 3.6509
0.018
flag
KZT 58.83
0.008
flag
TRY 0.0598
0
flag
USD 2.693
-0.0002

ყველა დონეზე საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ხარისხი აღიარებულია როგორც პროგრესული და წარმატებული - სოსო გიორგაძე

news image

საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სპორტის ინდუსტრიაში პატენტებისა და სასაქონლო ნიშნების დაცვის კრიტიკულ მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. სოსო გიორგაძის განცხადებით, წლევანდელი მსოფლიო მესიჯი  „ინტელექტუალური საკუთრება და სპორტი“  ხაზს უსვამს იმას, რომ სპორტი არა მხოლოდ სანახაობა, არამედ მრავალ მილიონიანი გლობალური ინდუსტრიაა, სადაც მარკეტინგული აქტივობების, დიზაინისა და სიახლეების სამართლებრივი დაცვა ფინანსური წარმატების მთავარი საფუძველია.

„ინტელექტუალური საკუთრების დღე, 26 აპრილი, ეს დაკავშირებულია ზოგადად გაეროს ფორმატში, გაეროს 14-დან ერთ-ერთი ორგანიზაციის, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის შექმნის თარიღთან, სწორედ 26 აპრილს დაფუძნდა. ყოველ წელს სხვადასხვა მესიჯი აქვს ამ დღეს, ყოველ წელს სხვადასხვა საკითხს უკავშირდება. მაგალითად შარშან ეს იყო ინტელექტუალური საკუთრება და ქალები, წელს კი ძალიან საინტერესო, ასევე ძალიან საინტერესო მესიჯი - ეს არის ინტელექტუალური საკუთრება და სპორტი.

მე ვფიქრობ, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო, როდესაც სპორტს მიეძღვნა ეს წელი. ცოტათი უცხოდაც შეიძლება ჩანდეს მათი კავშირი ერთმანეთთან - ინტელექტუალური საკუთრების და სპორტის, თუმცა მოგეხსენებათ, რომ სპორტი გარდა იმისა, რომ ყველას აღგვაფრთოვანებს.  გარდა ამისა ეს არის უზარმაზარი ინდუსტრია, უზარმაზარი ფინანსური რესურსით. და ბუნებრივია იქ სადაც არის ფინანსური რესურსი, იქნება მარკეტინგი, იქნება დიზაინი, სასაქონლო ნიშნები, სიახლეები და მე შემიძლია გითხრათ, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით სპორტის ინდუსტრია იცავს როგორც პატენტებს, ისევე სასაქონლო ნიშნებს და დიზაინს. და თითოეული მათგანის ღირებულება ათეულობით მილიონი, ამ შემთხვევაში ამერიკული დოლარია.

საქართველოშიც ასევე ძალიან წარმატებული, მაგალითად სასაქონლო ნიშანი არის დაკავშირებული ინტელექტუალურ საკუთრებასთან, კერძოდ, ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთში სიმბოლო, სლოგანი "მე ვარ საქართველო" არის დაცული როგორც სასაქონლო ნიშანი და ბუნებრივია საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია იყო ერთ-ერთი მოწინავე მსოფლიოში, რომელმაც სწორად განსაზღვრა მანამდე, ვიდრე ჩვენ გავიდოდით ევროპის ჩემპიონატზე, რომ ეს გახდებოდა ძალიან პოპულარული სლოგანი და მან ის როგორც ინტელექტუალური საკუთრება ისე დაარეგისტრირა საქპატენტში. და მე ძალიან მოხარული ვარ ამ თანამშრომლობით, ზოგადად ბუნებრივია მოხარული ვარ იმით, რომ არაჩვეულებრივ წარმატებას, რომელსაც აღწევს ქართული ფეხბურთი, ჩვენი ფეხბურთელები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია - განუყოფელი ნაწილია დღეს ის "მე ვარ საქართველო" და რომელიც არის ასევე ინტელექტუალური საკუთრება, სასაქონლო ნიშანი.

რაც უფრო მეტი რეკლამა ჩნდება, მათ შორის ქართულ სპორტში და რაც უფრო მეტად იზრდება ეკონომიკა, შეუძლებელია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ინტელექტუალურ საკუთრებაზე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სხვადასხვა ფორმით მის დაცვაზე, ბიზნესის დაინტერესებაზე, როდესაც ბიზნესი ეწევა ხარჯს, რომ დაიცვას თავისი ინტელექტუალური საკუთრება, ყველაზე მთავარი - მათ შორის ბუნებრივია ცნობიერების ამაღლება, სამართლებრივი მექანიზმები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე მთავარი როლი რასაც უჭირავს - ეს არის ქვეყანაში ეკონომიკის განვითარება.

რაც უფრო მეტად მდიდრდება ქვეყანაში ეკონომიკა, რაც უფრო მეტი ფინანსური რესურსი ჩნდება, რაც უფრო მეტი ფული ჩნდება ბიზნესმენებისთვის, მეწარმეებისთვის, უფრო მეტად ბუნებრივია იზრდება საფრთხეებიც, უფრო მეტად იზრდება კონკურენცია. ხოლო იქ სადაც არის კონკურენცია, სადაც არსებობს რისკები ბიზნესის დაცვასთან დაკავშირებით, ბუნებრივია იზრდება საჭიროება, რომ ბიზნესმა თავიანთი ბიზნესი, ამ შემთხვევაში მაგალითად სასაქონლო ნიშანი თუ დიზაინი, რომელიც მარკეტინგის განუყოფელი ნაწილია და მარკეტინგი უზარმაზარი რესურსია ნებისმიერი ბიზნესის - დაიცვან. და ამ დროს მომმართავენ ხოლმე რა თქმა უნდა საქპატენტს და ჩვენი მხრიდან მინდა ძალიან მკაფიოდ და დარწმუნებით, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ საქპატენტი, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი დღეს ნებისმიერი მიმართულებით, რაც დაკავშირებულია ინტელექტუალურ საკუთრებასთან - იქნება ეს პატენტები, გამოგონება, იქნება ეს სასაქონლო ნიშნები, დიზაინი თუ საავტორო უფლებები - არ ჩამორჩება მსოფლიოში არცერთ წამყვან ქვეყანას თავისი დაცვის მექანიზმებითა და ხარისხით. საქართველო და საქპატენტი საერთაშორისო დონეზე არის წარმოდგენილი საუკეთესო მაჩვენებლებით.

საერთაშორისო შეფასებები იქნება ეს, იქნება მაგალითად ამერიკის ადმინისტრაციის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებები, იქნება ეს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებები - ყველა დონეზე საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ხარისხი აღიარებულია როგორც პროგრესული და წარმატებული. თუნდაც ის საერთაშორისო ღონისძიებები, რომლის შესახებაც ჩვენ ვსაუბრობთ და გასულ კვირას მოგახსენეთ უკვე რომ იყო ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტი, კონფერენცია რომელიც დღეს გაიმართება - ეს არის ბუნებრივია პირდაპირი აღიარება იმ რეფორმებისა, რომელსაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ვახორციელებთ და რა თქმა უნდა ეს არის საქართველოს ხელისუფლების მიდგომა. სწორედ საქართველოს მთავრობისა და ასევე ბუნებრივია საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით ჩვენ შევძელით, რომ ბოლო წლებში დაწყებული საკანონმდებლო ცვლილებებით, რომელიც რეფორმის განუყოფელი ნაწილია, დამთავრებული ინფორმაციულ ტექნოლოგიებში განხორციელებული რეფორმებით, მთლიანად გადაგვექმნა საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სისტემა და შედეგიც სახეზეა“, - განაცხადა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ.

news banner news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image GITA-მ „5000 IT სპეციალისტის პროგრამაზე“ მიღება დაასრულა - 1 000 აპლიკანტი სწავლას სახელმწიფო დაფინანსებით იწყებს

28.04.2026.11:45

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ (GITA) „5000 IT სპეციალისტის მომზადების პროგრამის“ ფარგლებში აპლიკანტთა მიღებისა და ჩარიცხვის პროცესი დაასრულა. პროექტის მიმდინარე ეტაპზე, სახელმწიფო დაფინანსებით, სწავლის უფლება 1 000-მა აპლიკანტმა მოიპოვა.

ჩარიცხულთა რაოდენობა მიმართულებების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა: პროგრამირება - 500 სტუდენტი; დიზაინი - 250 სტუდენტი; მართვა/მხარდაჭერა - 150 სტუდენტი; ხელოვნური ინტელექტი (AI) - 100 სტუდენტი.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ჯობავა აღნიშნავს, რომ Do IT in Georgia-ს საბაზისო უნარების პროგრამის მეოთხე ნაკადზე რეკორდული რაოდენობის - 31 000-ზე მეტი აპლიკაცია შევიდა.

“შემოსული განაცხადებიდან 1000 აპლიკანტი, სახელმწიფოს სრული დაფინანსებით, ყველაზე მოთხოვნად IT უნარებს დაეუფლება. აღსანიშნავია, რომ საქართველო წარმოადგენს ტექნოლოგიურ გზაჯვარედინს და იმისათვის, რომ ქვეყანამ ეს პოტენციალი მაქსიმალურად გამოიყენოს, საჭიროა უზრუნველყოს ტალანტების მუდმივი განვითარება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება აღნიშნული პროექტი” - განაცხადა თორნიკე ჯობავამ.

პროექტის მეოთხე ნაკადის ფარგლებში, პროცესში 13 საგანმანათლებლო დაწესებულება იყო ჩართული. ჯამში, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, წარმოდგენილი 72 კურსიდან მათთვის სასურველი, მაქსიმუმ 5 სასწავლო პროგრამა შეერჩიათ.

აღსანიშნავია, რომ მეოთხე ნაკადისთვის სასწავლო მოდულები კიდევ უფრო გაფართოვდა და დაემატა ხელოვნური ინტელექტის (AI) სპეციალიზებული კურსები: AI Engineering & Data და Creative AI & Prompting.

პროგრამა ინიციატივის „Do IT in Georgia“-ს შემადგენელი ნაწილია. მისი სტრატეგიული ამოცანაა საქართველოში მაღალანაზღაურებადი სამუშაო ძალის მომზადება, მოქალაქეების ციფრულ სამყაროსთან ადაპტაცია და შრომის ბაზარზე გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა.

IT კურსების შესახებ სრული ინფორმაცია განთავსებულია ინტეგრირებულ ონლაინ პლატფორმაზე - edu.doit.gov.ge.  აღნიშნული რესურსი მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, ერთიან სივრცეში გაეცნონ პროფესიული განვითარების ყველა შესაძლებლობას, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს ციფრულ ინდუსტრიაში კარიერული გზის დაგეგმვას. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა