მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ყველა მიმართულებით გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმების იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად დავაჩქაროთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდა - ირაკლი კობახიძე

news image
mbc image
ყველა მიმართულებით გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმების იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად დავაჩქაროთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდა, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი ლაივის" ეთერში განაცხადა.
 
მთავრობის მეთაურმა ეკონომიკური ზრდის მონაცემებზე გაამახვილა ყურადღება. 
 
„გვაქვს კარგი მონაცემები. წლევანდელ წელს თუ ავიღებთ, იანვარ-ივლისის მონაცემებით გვაქვს 8%-იანი ეკონომიკური ზრდა, მაშინ, როდესაც ვიღაცები პროგნოზირებდნენ მინუსს და გვაქვს  პლუს 8% ეკონომიკური ზრდა. ამბობდნენ, რომ ლარის კურის 3.1-ს გასცდებოდა, უკვე იანვარში თუ თებერვალში ასეთი პროგნოზი იყო და ბოლო თვეების განმავლობაში 15 თეთრით არის გამყარებული ლარის კურსი, რამაც ეროვნულ ბანკს მისცა რეზერვების შევსების საშუალება სარეკორდო მაჩვენებლით, 1.3 მლრდ დოლარის რეზერვები იქნა შესყიდული ამ თვეების განმავლობაში, მარტიდან მოყოლებული ივლისის ჩათვლით. აგვისტოს მონაცემები მოგვიანებით გამოქვეყნდება, მაგრამ ტენდენციებს თუ ავიღებ, ვფიქრობ, რომ 1.5 მილიარდსაც გადააჭარბებს უკვე აგვისტოს ბოლოს მონაცემებით შესყიდული სავალუტო რეზერვების მოცულობა. ეს არის ტენდენციები დღეს ეკონომიკაში. მაგრამ, რა თქმა უნდა, ამაზე არ უნდა გავჩერდეთ. 
იგივე კორუფციის შემცირება, ეფექტიანობის გაუმჯობესება, პროექტების, მათ შორის, კაპიტალური, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ეფექტიანობის გაუმჯობესება, ხარჯეფექტიანობის გაუმჯობესება, კონკრეტული პროექტები, მათ შორის, ინვესტიციები, როგორიც არის, იგივე ცნობილი Emaar-ის პროექტი, საუბარია 6.6 მლრდ დოლარზე, რომელიც უნდა შემოვიდეს ინვესტიციის სახით მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში. გვაქვს ძალიან მასშტაბური პროექტები, მათ შორის, ინფრასტრუქტურული, როგორიც არის ავტობანის პროექტი, რკინიგზის პროექტი, ანაკლიის პორტის პროექტი, აეროპორტების პროექტები. ყველა მიმართულებით გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმების იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად დავაჩქაროთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდა. ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, აისახება ეკონომიკური ზრდის ტემპებზე", -  განაცხადა პრემიერმა.
banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა