მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ყველას ვინც სადაზღვევო ინდუსტრიაში მუშაობს თავისი წვლილი შეაქვს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობისთვის და ადამიანების კეთილდღეობისთვის მეტად მნიშვნელოვანი ინდუსტრიის განვითარებაში - მიხეილ სარჯველაძე

news image
mbc image

2 მაისი დაზღვევის დღეა, აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, ყოველწლიურად, დაზღვევის კვირეულს მართავს. კვირეულის დასკვნითი ღონისძიება სასტუმრო “პულმანში” გაიმართა, რომელსაც დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა უმასპინძლა. როგორც დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, დაზღვევის სექტორი ქვეყნის ფინანსური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. 

„ყველა ადამიანს ვინც სადაზღვევო ინდუსტრიაში მუშაობს თავისი წვლილი შეაქვს ამ მეტად მნიშვნელოვანი, ქვეყნის ფინანსური სტაბილურობისთვის და ადამიანების კეთილდღეობისთვის მეტად მნიშვნელოვანი ინდუსტრიის განვითარებაში. ყველა ამ ადამიანს, დაზღვევის თანამშრომლებს მინდა მივულოცო მათი პროფესიული დღე და წარმატება ვუსურვო. წლიდან წლამდე მეტი განვითარება და უფრო და უფრო მეტად ძლიერი სტრუქტურების ჩამოყალიბება.

რაც შეეხება კითხვას დაზღვევის და ჯანდაცვის სისტემების თანამშრომლობასთან დაკავშირებით, დღეს წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია თუ რამდენად დიდია და როგორი მზარდი დინამიკა გააჩნია კერძო სადაზღვევო კომპანიების ჩართულობას სადაზღვევო სერვისების შეთავაზებაში. უშუალოდ ჯანდაცვის მომსახურების უზრუნველსაყოფად. ამიტომ მე მგონი რიცხვები მეტყველებს იმას, რომ ეს თანამშრომლობა სადაზღვევო და ჯანდაცვის სექტორს შორის აქტიურად და  წარმატებით მიმდინარეობს და ყველა წინაპირობა არსებობს იმისთვის, რომ ეს თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებულად წარიმართება“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ. 

1997 წლის 2 მაისს ხელი მოეწერა “დაზღვევის შესახებ” პირველ კანონს, ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინიციატივით, სადაზღვევო სექტორის უშუალო ჩართულობითა და საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის მხარდაჭერით, დაზღვევის დღე საქართველოში 2022 წლის 2 მაისს  პირველად აღინიშნა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა