მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ქვეყანაში სხვადასხვა პროდუქტი 17 000 ჰექტარზე არის დაზღვეული - როგორია ფერმერების მხრიდან აგროდაზღვევაში ჩართულობა

news image
mbc image

საქართველოს აგროდაზღვევის განვითარების უკვე 10 წლიანი ისტორია გააჩნია, თუმცა როგორც რადიო „სივრცის“ (FM 98.5) ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა განაცხადა, სხვა ქვეყნებს  ამ პროდუქტის გაცილებით მეტხნიანი ისტორია გააჩნიათ. თუმცა მიუხედავად ამისა, ამ 10 წლის განმავლობაში სახელმწიფომაც და კერძო სექტორმაც გარკვეული გამოცდილება უკვე დააგროვა. ონოფრიშვილის თქმით, აგროდაზღვევის კუთხით განსაკუთრებულად აქტიური კახეთის რეგიონია.

„აგროდაზღვევა მართლაც შედარებით ახალია, მაგრამ 10 წლის ისტორია კი აქვს. სხვა ქვეყნებს ესპანეთს და ევროპის ქვეყნებს თუ შევადარებთ პატარა ასაკიანია. პრაქტიკაში უკვე სახელმწიფო გამოცდილია, კომპანიებიც უფრო გამოცდილები გახდნენ და თვითონ ფერმერები, ვისაც ეს მეურნეობები აქვთ. საქართველოში ძირითადად, ხილი და ყურძენი, ვაზი არის დაზღვეული. კახეთის რეგიონია განსაკუთრებულად აქტიური, ნაწილობრივ იმერეთი და აჭარაც“, - აღნიშნა საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა.

მისი განმარტებით, აგროდაზღვევაში ჩართვა ერთიანად არ მომხდარა, ჭადრაკულად ხდებოდა. ონოფრიშვილის თქმით, გასულ წელს, წინა წლებისგან განსხვავებით, რაიმე მნიშვნელოვანი მეტეოროლოგიური პრობლემები არ ყოფილა და შესაბამისად ამ მხრივ მოსახლეობას არც ზიანი მიუღია. 

„ცხადია, აქ თუ დაზღვეული არა ხარ არაფერი არ გიშველის. ანუ უცბად კარგავ ბერ რამეს, შენ ფინანსურ  შესაძლებლობებს, მომავალ წელსაც ფაქტობრივად ვეღარ აწევ და ვეღარ მიხედავ შენს მეურნეობას. ამიტომ, აქ დაინახეს, რომ მეზობელს ჰქონდა დაზღვეული და მიიღო თანხა იმიტომ, რომ იხდიდა, ჩაერთო ამ სქემაში. ვინც არ დაეზღვა ვერ მიიღო. ამიტომ ეს გამოცდილება მიღებულია. პრემია, რაც გადახდილი იქნა სადაზღვევო კომპანიებისთვის 14 მლნ იყო და წელს უკვე არის  5 მლნ-ით მეტი, ანუ 20 მლნ-მდეა. აქვე უნდა ითქვას, რომ სახელმწიფო საკმაოდ სერიოზულად ეხიდება ფერმერებს, ვინც მონაწილეობენ ამაში. იმიტომ რომ თითქმის 20 მლნ-დან  14 მლნ სახელმწიფომ დადო ფული, ანუ მათ დადეს პროცენტულად. თითოეულ კონტრაქტში, როცა ფერმერი მონაწილეობს, მინიმუმ 50%-ს დებს სახელმწიფო და ეს სერიოზული შეღავათია. ეს მარტო საქართველოშიც არაა. სოფლის მეურნეობა ისეთი სფეროა, რომ სახელმწიფო დახმარების გარეშე ვერ შეძლებს ამის გაკეთებას. კარგია, რომ სახელმწიფოს მონაწილეობაც გაიზარდა.

შეტყობინების ვალდებულებაც გაიზარდა იმიტომ, რომ სეტყვა რომ არის და რა სურათი წარმოიქმნა დროზეა სანახავი, მაგრამ მაინც გაიზარდა დრო, ვალდებულება რომ შეატყობინონ სადაზღვევოს იმის შესახებ, რომ  რაღაც მოხდა 24-დან 72 საათამდე. ხოლო რომ მოვიდნენ და შეგიფასონ 30 დღე იყო და შემცირდა 15 დღემდე. იხვეწება პროდუქტი და რეალურად ჩართულობა და ფართობიც გაიზარდა. ბოლო წლებში მეტ-ნაკლებად სტაბილურად არის, 17 000 ჰექტარზე არის დაზღვეული სხვადასხვა პროდუქტი“, - აცხადებს ონოფრიშვილი.
 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა