მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების კუთხით პრობლემები არ იქნება - ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია

news image
mbc image

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია ხორბლისა და ფქვილის ბაზრის სტაბილური ფუნქციონირების და ქვეყნის ხორბლით შეუფერხებლად მომარაგების შესახებ მორიგ განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, ქვეყანას ხორბლის 2 თვის მარაგი აქვს და იმავდროულად 3 ალტერნატიულ ბაზართან არსებობს მუდმივმოქმედი კონტაქტები.

„გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციებს იმის შესახებ, რომ თითქოს რუსეთიდან ხორბლის იმპორტის შეფერხების შემთხვევაში, ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების კუთხით შესაძლოა პრობლემები შეიქმნას, რადგან ხორბლის მოწოდების ძირითადი წილი ამ ქვეყნიდან ხორციელდება.

საქართველოს ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია აღნიშნავს, რომ დღეის მდგომარეობით არავითარი პრობლემა ქვეყნის ხორბლით მომარაგების კუთხის არ არსებობს და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება სრულად არის დაცული, არსებული 2 თვიანი მარაგები შესაბამისობაშია გაეროს რეკომენდაციებთან და უზრუნველყოფილია წისქვილკომბინატების სტაბილური მუშაობაზე დაყრდნობით.

კერძოდ:

- საქართველოს წისქვილკომბინატებსა და ელევატორებში არსებობს 2 თვის მოხმარების სასურსათო ხორბლის მარაგები, რომელიც ხარჯვის პარალელურად მუდმივად ივსება და ეს უწყვეტი პროცესია.

- ქართველ ფერმერებთან დამატებით ინახება დაახლოებით 1 თვის მოხმარების სასურსათო ხორბალი.

- ხორბლის ფასი მსოფლიო და რეგიონულ ბაზრებზე არის სტაბილური.

- ქვეყანაში შეუფერხებლად და საკმარისი რაოდენობით ხორციელდება ხორბლის და ფქვილის იმპორტი.

- რაც შეეხება უმეტეს წილად ხორბლის და ფქვილის რუსეთიდან შემოსვლას, დღეს რუსეთიდან ხორბლისა და ფქვილის იმპორტი ხორციელდება პროდუქციის ყველაზე დაბალი ფასის გამო. გარდა რუსეთისა მუდმივი კონტაქტი და მონიტორინგი გვაქვს მინიმუმ 3 ახლომდებარე ალტერნატიულ ქვეყანასთან -რუმინეთი, უკრაინა და ყაზახეთი. თუმცა დღესაც და ბოლო წლების განმავლობაში ეს ბაზრები შედარებით უფრო მაღალ ფასს გვთავაზობენ (შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს რუსეთთან ხორბლის ტრანსპორტირების სიძვირე).

- წისქვილკომბინატების სტაბილური მუშაობის პირობებში არც დღეს და არც შემდგომში არავითარი პრობლემა ხორბლით ქვეყნის მომარაგების კუთხით არ არსებობს, რადგან წისქვილკომბინატების მუშაობის ბიზნეს პროცესები თავის თავში გულისხმობს ხორბლის ფქვილად გადამუშავების (ხარჯვის) პარალელურად გარდამავალი მარაგების მუდმივ შევსებას (მოქმედებს 3 კომპონენტიანი უწყვეტი მომარაგების სქემა: წისქვილში არსებული ხორბლის გადამუშავება ფქვილად -გზაში მომავალი ხორბალი - ახალი ხორბლის პარტიის შესაძენად კონტრაქტის დადება)

ზემოთ აღნიშნული სქემით ნებისმიერი შეფერხების შემთხვევაში, ხდება სხვა ალტერნატიულ ბაზრებზე მყისიერი გადასვლა და ბაზრის ავტომატური დივერსიფიცირება, რაზეც საკმარისზე მეტი დრო არსებობს(ხორბლის 2 თვიანი მარაგის ხარჯზე).

აქვე კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ წისქვილკომბინატების ინდუსტრიის სტაბილური და შეუფერხებელი მუშაობა დღევანდელ სიტუაციაში სრულად არის უზრუნველყოფილი დამაბალანსებელი მოსაკრებლით ხორბლის იმპორტზე, რომელიც თავისი არსით ათანაბრებს ხორბლისა და ფქვილის იმპორტის დაბეგვრის რეჟიმებს და არც ერთ შემთხვევაში არ წარმოადგენს რაიმე სახის უპირატეს რეჟიმს წისქვილკომბინატების სასარგებლოდ ფქვილის იმპორტიორებთან მიმართებაში.

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია აღნიშნავს, რადგან საკითხი ხორბლის ბაზარზე არსებული მდგომარეობის და სასურსათო უსაფრთხოების კუთხით მუდმივად წარმოადგენს მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს, რომ საერთაშორისო და საქართველოს ბაზარზე არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე საქართველოს ბაზარზე უახლოესი თვეების განმავლობაში მდგომარეობა იქნება სტაბილური.

ასოციაცია, ტრადიციულად შემდგომშიც პერიოდულად გამოაქვეყნებს ინფორმაციას ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესახებ“, - აღნიშნულია ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის განცხადებაში. 

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა