მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.8
0
flag
AZN 1.5463
-0.0001
flag
CNY 38.807
-0.001
flag
EUR 2.9931
-0.0044
flag
GBP 3.5025
-0.0097
flag
KZT 55.11
-0.0093
flag
TRY 0.0555
-0.0001
flag
USD 2.6285
0
news banner

კვერცხის იმპორტი შემცირებულია - როგორია ტენდენცია

news image
mbc image

2025 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ 3 066.5 ათასი დოლარის ღირებულების 10 407 ათასი ცალი კვერცხის იმპორტი განახორციელა, რაც 2024 წლის მაჩვენებლებთან უდავოდ შემცირებული მაჩვენებლებია. საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 10 თვეში საქართველოში კვერცხის იმპორტმა 5 894.8 ათასი დოლარი შეადგინა, რაოდენობაში კი 33 145 ათასი ცალი. 

აღნიშნული მაჩვენებლების მიხედვით საქართველოში კვერცხის იმპორტი რაოდენობრივად 69%-ით არის შემცირებული.

მიმდინარე სტატისტიკა ცხადყოფს, რომ საქართველოში კვერცხის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა თურქეთია. სწორედ თურქეთზე მოდის კვერცხის იმპორტის 82%-ი.

TOP 3 ქვეყანა, სადაც საქართველო კვერცხს ყიდულობს:

  • თურქეთი - 8 555 ათასი ცალი;
  • თურქმენეთი - 953 ათასი ცალი;
  • უზბეკეთი - 780 ათასი ცალი;

2024 წელს საქართველომ 6 582.5 ათასი დოლარის ღირებულების 35 479 ათასი ცალი კვერცხი იყიდა, 2023 წელს კი 62 242 ათასი ცალი კვერცხი. ბოლო წლების სტატისტიკით საქართველოში კვერცხის იმპორტის (რაოდენობრივად) რეკორდი სწორედ 2023 წელს დაფიქსირდა. 

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და სტატისტიკური სისტემა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის, მონაცემთა ხარისხისა და ინსტიტუციური განვითარების კუთხით გლობალურად მოწინავე პოზიციებზეა - ვახტანგ ცინცაძე

25.07.2026.12:09

„სანდო, დამოუკიდებელი და პროფესიული სტატისტიკური სისტემა თანამედროვე სახელმწიფო მმართველობის, ინსტიტუციური განვითარების და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის განხორციელების ფუნდამენტური წინაპირობაა. ამ თვალსაზრისით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და ქვეყნის სტატისტიკური სისტემა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის, მონაცემთა ხარისხისა და ინსტიტუციური განვითარების კუთხით მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევს და არაერთი მიმართულებით გლობალურად მოწინავე პოზიციებს იკავებს" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ საქართველოს სტატისტიკის 107 წლის საიუბილეო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციას, რომელიც სახელმწიფო პოლიტიკის დაგეგმვისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესს მაღალი ხარისხის სტატისტიკური ინფორმაციით უზრუნველყოფს.

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ წარმოებულ ოფიციალურ სტატისტიკას ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავების, ანალიზისა და დაგეგმვის პროცესში. სამინისტრო და „საქსტატი" მჭიდრო პარტნიორობის ფარგლებში ასევე ერთობლივად ახორციელებენ არაერთ კვლევასა და ანალიტიკურ პროექტს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესს" - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, ბოლო წლებში მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული სტატისტიკის ეროვნულის სისტემის განვითარების მიმართულებით, რომელიც მოიცავს მთელ რიგ ღონისძიებებს სტატისტიკის არეალის გაფართოების, ახალი გამოკვლევების ჩატარების, ახალი ინდიკატორების წარმოების, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდის, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისა და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული ახალი სერვისების განვითარების კუთხით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა