მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ლადო პაპავა - ადამიანების დამოკიდებულება საბანკო სისტემის, ეროვნული ვალუტისა და ეროვნული ბანკის მიმართ გამოხატულია ნდობის ხარისხის მუდმივ ზრდაში და IRI-ის კვლევაც სწორედ ამას ადასტურებს

news image
mbc image

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, საქართველოს ეროვნულ ბანკს ისტორიულად მაღალი რეიტინგი აქვს. მიმდინარე წლის, 14 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარებული კვლევის შედეგებით, გამოკითხული მოსახლეობის 39% პოზიტიურად აფასებს ქვეყნის ცენტრალური ბანკის საქმიანობას. შეგახსენებთ ეს ის პერიოდია , როცა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო სანქციების ეროვნულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით სპეციალური განკარგულება გამოსცა. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო კვლევის შედეგები საგრძნობლად აღემატება IRI-ის წინა კვლევების მაჩვენებლებს და ეროვნული ბანკის მიმართ ნდობა მნიშვნელოვნად გაზრდილია წინა წლებთან შედარებით. 2023 წლის მარტის მონაცემებით, ეროვნული ბანკის საქმიანობას პოზიტიურად აფასებდა გამოკითხულთ 36%, 2022 წლის მარტის კვლევებით - 29%, 2021 წლის ივნისის კვლევის თანახმად, მოსახლეობის მხოლოდ 22% აფასებდა ეროვნული ბანკის საქმიანობას პოზიტიურად. ექსპერტთა მოსაზრებით, ეროვნული ბანკის საქმიანობის პოზიტიური შეფასება მდგრადი, სტაბილური და გამჭვირვალე საქმიანობით არის განპირობებული. სებ-ის, როგორც სანდო ინსტიტუციის მიმართ მოსახლეობის ნდობის ზრდა კი წლების განმავლობაში შემუშავებული ფუნდამენტური კანონმდებლობის და სწორი მმართველობის ფორმების დამსახურებაა. აკადემიკოსი ლადო პაპავას შეფასებით, კვლევის შედეგები ცხადყოფს საზოგადოების პოზიტიურ დამოკიდებულებას და მიუთითებს ნდობის მაღალ ხარისხზე ქვეყნის ცენტრალური ბანკის მიმართ. პაპავა ხაზს უსვამს, რომ არსებობის 30-წლიან პერიოდში, საქართველოს ეროვნული ბანკი და საბანკო სისტემა, სხვადასხვა პერიოდში, ქართული სახელმწიფოს დასუსტებით დაინტერესებული პოლიტიკური აქტორების მხრიდან მუდმივად განიცდიდნენ შეტევას, მაგრამ მიუხედავად ამისა ეროვნულმა ბანკმა შეძლო სტაბილური და ჯანსაღი სისტემის შენარჩუნება. „როდესაც დრო გადის და ადამიანები ხედავენ, რომ ეროვნული ბანკი, როგორც სტრუქტურა სტაბილურია და სიტუაციას ნორმალურად მართავს, ეს არის ნდობის ამაღლების ყველაზე დიდი რესურსი. მსოფლიოში ვალუტები დამყარებულია ნდობაზე, ვალუტის მიმართ ნდობის უკან კი დგას ცენტრალური ბანკი, საქართველოს შემთხვევაში ეროვნული ბანკი. ჩვენი ქვეყნის მაგალითზე, ადამიანების დამოკიდებულება საბანკო სისტემის მიმართ, ეროვნული ვალუტის მიმართ და რა თქმა უნდა ეროვნული ბანკის მიმართ გამოხატულია ნდობის ხარისხის მუდმივ ზრდაში და IRI-ის კვლევაც სწორედ ამას ადასტურებს“, - აღნიშნა ლადო პაპავამ. IRI-ს მიერ 15 ნოემბერს გამოქვეყნებული კვლევის შედეგები საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დაკვეთით და USAID-ის დაფინანსებით ჩატარდა. საველე სამუშაოები გამოკითხვისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა ჩაატარა. კვლევაში საქართველოს 18 წელზე უფროსი 1200 მუდმივი რეზიდენტი მონაწილეობდა. გამოპასუხების მაჩვენებელი 3%-ია. ცდომილების ზღვარი -+2,5%-ს შეადგენს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა