მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ლადო პაპავა - მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის მეტად შემცირებაც შეიძლებოდა, მაგრამ ამ ეტაპზე სებ-მა სიფრთხილე ამჯობინა

news image
mbc image

სებ-ის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას - მონეტარული პოლიტიკის 0,25%-ით შემცირებაზე დადებითად აფასებს აკადემიკოსი ლადო პაპავა, რომელიც მიიჩნევს, რომ ეროვნულმა ბანკმა სწორი, მაგრამ ფრთხილი გადაწყვეტილება მიიღო. მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკაში, ყველა ფაქტორი ადასტურებს იმას, რომ გვაქვს მაკრო-ეკონომიკური სტაბილურობა. ეკონომიკური ზრდა საკმაოდ მაღალია, თუ რეგიონულ კონტექსტში შევხედავთ, ინფლაციის დონე ზომიერია და მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს არის. ამ თვალსაზრისით რაიმე განსაკუთრებული ისეთი მოვლენა, რომელიც შემაშფოთებელი იქნებოდა ეკონომიკისთვის, არ ხდება. „აქედან გამომდინარე, როდესაც ეკონომიკური სტაბილურობა მიღწეულია ყოველთვის გამართლებულია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება. შეიძლებოდა უფრო მეტადაც შემცირება, მაგრამ ამ ეტაპზე ეს სიფრთხილითაა განპირობებული. ამდენად ყველას გვახსოვს, რომ რამდენიმე დღის უკან იყო აჟიოტაჟი, გაიზარდა მოთხოვნა დოლარზე, რის გამოც სებ-მა 60 მლნ დოლარის რეზერვები გაყიდა. ამ თვალსაზრისით 0,25%-ით მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება არის სიფრთხილის გამოხატულება. ანუ სებ-ის მიერ გადადგმული ნაბიჯი სწორია, მაგრამ ფრთხილია, რაც ამ ეტაპისთვის ადეკვატურია იმისა, თუ რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, ეკონომიკაში და არა მხოლოდ ეკონომიკაში“, - მიიჩნევს ლადო პაპავა. ამასთან, აკადემიკოსი ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ ლარის კურსის გაუფასურებას ფუნდამენტური ფაქტორები არ გააჩნდა და ის გამოწვეული იყო ეკონომიკის მიღმა მოვლენებით. „ლართან მიმართებაში ეს იყო გამოწვეული ხელოვნური აჟიოტაჟით, რომელიც არ ყოფილა გამოწვეული რაიმე ფუნდამენტური პრობლემებით. ეს იყო ეკონომიკის მიღმა არსებული მოვლენებიდან განპირობებული“, - ამბობს პაპავა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა