მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ლადო პაპავა - რეზერვები აუცილებელია სტაბილურობისთვის, მაგრამ არ შეიძლება რეზერვები იყოს მიზანი

news image
mbc image

იმისთვის, რომ ეკონომიკა ნორმალურად ვითარდებოდეს, აუცილებელია იყოს მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ხოლო მაკროეკონომიკური სტაბილურობა ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია. აქედან გამომდინარე, როცა ქვეყანაში რყევებია, რაც ყოველთვის პოლიტიკასთანაც არის დაკავშირებული, მათ შორის წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დროს, ძალიან ბევრ ქვეყანაში ეს აისახება ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე “, - განაცხადა აკადემიკოსმა ლადო პაპავამ.

მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულმა ბანკმა მინიმუმამდე დაიყვანოს შესაძლო რყევები.

,,ქვეყნის ცენტრალური ბანკი, საქართველოს შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი სწორედ იმისთვის არის, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს შესაძლო რყევები და გამოსული უარყოფითი ეფექტები, რაც პრაქტიკულად წარმატებით განახორციელა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა. თუ რყევები იწვევს გარკვეულ რისკებს, რისკები იწვევს პანიკას და მით უფრო მაშინ, როდესაც ეკონომიკა არის ჯანსაღი, არ არსებობს რეალური საფუძველი, რომ ეროვნული ვალუტა უფასურდებოდეს და მხოლოდ პოლიტიკური რყევების გამო განიცდის არასტაბილურობას, სებ-ს სჭირდება მცირედი ინტერვენციები რომ სტაბილურობა შეინარჩუნოს“, - აღნიშნა პაპავამ. პაპავას თქმით, რეზერვები აუცილებელია სტაბილურობისათვის, თუმცა აღნიშნული არ შეიძლება იყოს მიზანი. ,,რეზერვები არ არის მიზანი. რეზერვები არის მიზნის მიღწევის საშუალება. რა თქმა უნდა, რეზერვები აუცილებელია, რომ იყოს სტაბილურობა, მაგრამ რეზერვები არ შეიძლება იყოს მიზანი. მიზანი არის გაცვლითი კურსის სტაბილურობა. ინფლაცია ოფიციალურად მიზნობრივი მაჩვენებელია. რაც შეეხება რეზერვების გაზრდას, ეს ცოცხალი პროცესია - სავალუტო ოპერაციები, სავალუტო ბაზარი. როცა ინვესტორი შემოვა, იმ დროს როცა ისეთი დიდი პროექტები განიხილება, როგორიც არის შავი ზღვის ფსკერზე ელექტროკაბელის გაყვანა, შუა დერეფანი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ეს სერიოზული ინვესტიციები, რა თქმა უნდა, საკმაოდ გაიზრდება რეზერვები“, - განაცხადა ლადო პაპავამ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა