მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ლარის განაკვეთების შემცირება კვლავ საბაზო სცენარია - თიბისი კაპიტალი

news image
mbc image

 გასულ კვირაში, სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა.  ჩვენი აზრით, მომდევნო კომიტეტის სხდომაზე, რომელიც 2 აგვისტოს გაიმართება, განაკვეთის შემცირების ალბათობა საკმაოდ მაღალია, - ამის შესახებ ნათქვამია თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლებაში მთავარი ეკონომისტისგან.

„სხვა გამოქვეყნებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მხრივ, აღსანიშნავია, რომ მაისში, წინა თვეებისაგან განსხვავებით, ლარის სესხების ზრდა პრევალირებდა, ხოლო დეპოზიტების მხარეს, მართალია მატება ასევე ლარში მეტი იყო, თუმცა ვალუტის კომპონენტის მნიშვნელოვანი გაუმჯობესებით. 

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ლარის ბოლოდროინდელი სისუსტე სწორედ სენტიმენტების ცვლილების შედეგს წარმოდგენდა. 

მიუხედავად ამისა, მაისში სებ-ის მიერ ვალუტის წმინდა შესყიდვები მაინც საკმაოდ მაღალი, - 155 მილიონი აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც თავის მხრივ კვლავ ძლიერ სავალუტო შემოდინებებზე მიუთითებს. 

ივნისის დეპოზიტების ყოველდღიური დინამიკა ვალუტების ჭრილში, სენტიმენტების უკვე ლარის სასარგებლოდ შემობრუნებას აჩვენებს. 

თუმცა, საყურადღებოა ლირისა და ნაწილობრივ რუბლის ბოლოდროინდელი გაუფასურება, რაც ლარის კურსის თავისი ე.წ. გრძელვადიანი ტენდენციიდან გადახრას შედარებით უფრო თვალსაჩინოს ხდის“, - ნათქვამია პუბლიკაციაში. . 


• ჩვენ ვინარჩუნებთ შეფასებას, რომ მიუხედავად ძლიერი სავალუტო შემოდინებებისა, დაბალი ინფლაციისა და ძირითადი სავაჭრო ეკონომიკური პარტნიორების მიმართ ლარის საშუალო გაცვლითი კურსის გათვალისწინებით, სამომავლოდ ლარის გაუფასურების მიმართულებით გარკვეული შესწორება, როგორც ჩანს, სწორედ რომ უფრო მეტად ალბათურია. 


•  საგარეო ვაჭრობისა და ფასების სხვადასხვა ინდექსის კუთხით გამოქვეყნებული მაჩვენებლების მხრივ, შეიძლება ითქვას რომ დინამიკა მოლოდინებთან შესაბამისობაშია და რაიმე სიახლე არ იკვეთება.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა