ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1354 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7015 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7015 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7020 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1354 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.1400 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0046 ლარი შეადგინა.
სხვა სიახლეები
„ლენდლორდის” მოდელით საქართველოს აქვს შესაძლებლობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებაში ერთდროულად ჩართოს რამდენიმე საერთაშორისო პარტნიორი, რომელთაც გააჩნიათ როგორც მსგავსი ტიპის ნავსადგურების ოპერირების გამოცდილება, ასევე შეუძლიათ დამატებითი ტვირთნაკადები მოიზიდონ - თამარ იოსელიანი
06.07.2026.20:28
"ლენდლორდის" მოდელით საქართველოს აქვს შესაძლებლობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებაში ერთდროულად ჩართოს რამდენიმე საერთაშორისო პარტნიორი, რომელთაც გააჩნიათ როგორც მსგავსი ტიპის ნავსადგურების ოპერირების გამოცდილება, ასევე შეუძლიათ დამატებითი ტვირთნაკადები მოიზიდონ, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანი.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, საქართველოს მთავრობამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარებასთან დაკავშირებით უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო.
„ჩვენ გადავდივართ განვითარების ახალ მოდელზე, რომელიც არის ფართოდ აპრობირებული მსოფლიოში. ეს არის "ლენდლორდის" მოდელი, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ სახელმწიფო ააშენებს ძირითად ფუნდამენტურ ინფრასტრუქტურას და დარჩება ნავსადგურის ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის 100%-იანი წილის მესაკუთრედ. ამასთან, პორტში განთავსებული სპეციალიზებული ტერმინალები გრძელვადიანი იჯარით გადაეცემა საერთაშორისო ოპერატორებს და ინვესტორებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ამ ახალი მოდელით საქართველოს აქვს შესაძლებლობა პორტის განვითარებაში ერთდროულად ჩართოს რამდენიმე საერთაშორისო პარტნიორი, რომელთაც გააჩნიათ როგორც მსგავსი ტიპის ნავსადგურების ოპერირების გამოცდილება, ასევე აქვთ შესაძლებლობა, მოიზიდონ დამატებითი ტვირთნაკადები, რაც, რა თქმა უნდა, მოგვცემს შესაძლებლობას, რომ გადანაწილდეს როგორც რისკები, ასევე მოხდეს ყველა ჩართული ქვეყნისა თუ კომპანიის ინტერესების გათვალისწინება ", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.