ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1316 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6957 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6957 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6961 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1316 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.1377 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0061
ლარი შეადგინა.
სხვა სიახლეები
აუცილებლად უნდა იქნას დაცული საერთაშორისო სტანდარტები და ვალდებულებები, რათა ეკონომიკური ზრდა იყოს მდგრადი და ინკლუზიური, ამ მიმართულებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ძალიან აქტიურად მუშაობს - ლევან ჟორჟოლიანი
16.10.2026.13:59
ეკონომიკური ზრდა, ზოგადად, დაკავშირებულია გარემოზე ზემოქმედებასთან - როდესაც წარმოება იზრდება, ბიზნესი ვითარდება, ეს ყოველთვის ნიშნავს გარემოზე ზემოქმედებას, შესაბამისად, აქ შემოდის ის საერთაშორისო სტანდარტები და ვალდებულებები, რომელიც აუცილებლად უნდა იქნას დაცული, რათა ეკონომიკური ზრდა იყოს მდგრადი და ინკლუზიური, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ქართველ ჟურნალისტებს სომხეთში განუცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ამ მიმართულებით აქვს ძალიან კარგი შედეგები, რასთან დაკავშირებითაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ COP17-ის ლიდერთა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად მუშაობს.
„ეკონომიკური ზრდა, ზოგადად, დაკავშირებულია გარემოზე ზემოქმედებასთან - როდესაც წარმოება იზრდება, ბიზნესი ვითარდება, ეს ყოველთვის ნიშნავს გარემოზე ზემოქმედებას. შესაბამისად, აქ შემოდის ის საერთაშორისო სტანდარტები და ვალდებულებები, რომელიც აუცილებლად უნდა იქნას დაცული, რათა ეკონომიკური ზრდა იყოს მდგრადი და ინკლუზიური. მარტო ეკონომიკური ზრდა საკმარისი არ არის, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ის სტანდარტი, რომელიც მიღებულია სახელმწიფოს მიერ საერთაშორისოდ დადებული ხელშეკრულებების ფარგლებში.
ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შედეგები, პრემიერმა ისაუბრა ამასთან დაკავშირებით თავის გამოსვლაში, განსაკუთრებით დაცული ტერიტორიების ფართობებთან მიმართებაში, დაგეგმილ ღონისძიებებთან მიმართებაში, რომელიც განხორციელდება უახლოეს მომავალში და მნიშვნელოვანია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად მუშაობს,"- აღნიშნა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.