ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1261 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7290 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.7290 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს 2.7321 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0031 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.1261 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.1564 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0303 ლარი შეადგინა.
სხვა სიახლეები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
18.06.2026.23:00
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სომხური გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს სომხური გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სომხური პროდუქტების ადგილწარმოშობის ცვლილებასა და ტვირთების სხვა მეზობელი ქვეყნის სახელით რეექსპორტის მიზნით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შეტანასთან დაკავშირებით.
სამინისტრო თვლის, რომ ასეთი სახის ინფორმაციის გავრცელება სპეკულაციურ ხასიათს ატარებს და არამარტო არ შეესაბამება სინამდვილეს, არამედ ჩრდილს აყენებს ჩვენი ქვეყნების ეკონომიკურ ურთიერთობებს.
გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას მეზობელ ქვეყანაში პოლიტიკური ბრძოლის ასეთი სახის უხეშ ფორმებთან დაკავშირებით, სადაც ჩვენი ქვეყნის ჩართვა არაგონივრული ხერხებით ხდება“.