ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1687 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6931 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6931 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6936 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.1687 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.1771 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0037 ლარი შეადგინა.
სხვა სიახლეები
რომელ ქვეყნებში ახორციელებს საქართველო ოქროს ექსპორტს - l კვარტლის სტატისტიკა
24.04.2026.19:00
2026 წლის იანვარ-მარტში საქართველომ ექსპორტზე 43 671.2 ათასი დოლარის ღირებულების ოქრო გაიტანა. საქსტატის მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ქვეყნიდან ექსპორტირებული ოქროს რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებლებზე ნაკლებია.
უფრო კონკრეტულად, 2026 წლის იანვარ-მარტში ექსპორტზე 0.4 ტონა ოქრო (დაუმუშავებელი, ნახევრადდამუშავებული ან ფხვნილის სახით) გავიდა, ხოლო 2025 წლის იმავე პერიოდში ასევე 0.6 ტონა ოქრო იქნა ექსპორტირებული. პირველ კვარტალში ოქროს ექსპორტი 33%-ით არის შემცირებული.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ წელს ექსპორტირებული ოქროს ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატება გასული წლის მაჩვენებელს - 2025 წლის იანვარ-მარტში ქვეყნიდან სულ 27 798.7 ათასი დოლარის ღირებულების ოქრო გავიდა.
ქვეყნები, სადაც საქართველომ ოქროს ექსპორტი განახორციელა: