ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1481 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6925 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6925 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6930 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.1481 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.1627 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0146 ლარი შეადგინა.
სხვა სიახლეები
საქართველო-სინგაპურს შორის სავაჭრო ბრუნვა 25.2%-ით გაიზარდა
29.07.2026.19:00
2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოსა და სინგაპურს შორის სავაჭრო ბრუნვამ 28 488.9 ათასი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (22 758.6 ათასი დოლარი) 25.2%-ით არის გაზრდილი.
საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან სინგაპურში განხორციელებულმა ექსპორტმა 14 157.8 ათასი დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი 82.3%%-ით აღემატება 2025 წლის იმავე პერიოდის ციფრს.
TOP 5 პროდუქტი, რის ექსპორტსაც საქართველო სინგაპურში ახდენს:
•ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 11 878.4 ათასი დოლარი;
•ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 694.6 ათასი დოლარი;
•ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 514.0 ათასი დოლარი;
•ყავის, ჩაის ან მატეს ექსტრაქტები, ესენციები და კონცენტრატები - 352.3 ათასი დოლარი;
•სპილენძი რაფინირებული და შენადნობები სპილენძისა დაუმუშავებელი - 279.1 ათასი დოლარი.
რაც შეეხება სინგაპურიდან პროდუქციის საქართველოში შემოტანას, კლების ტენდენცია ფიქსირდება, თუმცა მცირე მასშტაბით. 2026 წლის იანვარ-ივნისში იმპორტმა 14 331.1 ათასი დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან (15 963.5 ათასი დოლარი) შედარებით 10.2%-იანი კლებაა.