ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1146 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6774 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6774 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6789 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0015 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.1146 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.1201 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0055 ლარი შეადგინა.
სხვა სიახლეები
საიდან ახდენს საქართველო საზამთროს იმპორტს - სტატისტიკა
08.06.2026.13:00
მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში საქართველოში საზამთროს იმპორტი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მოცულობაშიც და ღირებულებაშიც გაიზარდა. „საქსტატის“ მონაცემებით, დღეისათვის ბაზარზე ირანული საზამთრო დომინირებს.
2026 წლის იანვარ-აპრილში 1 233.0 ტონა საზამთროს იმპორტი განხორციელდა, რაშიც ქვეყანამ 392.3 ათასი აშშ დოლარი გადაიხადა. შედარებისთვის, 2025 წლის იმავე პერიოდში იმპორტირებულ იქნა 1 040.5 ტონა პროდუქტი, რომლის ღირებულებამ 324.4 ათასი დოლარი შეადგინა. შესაბამისად, წლიურ ჭრილში ადრეული საზამთროს იმპორტი მოცულობის მიხედვით 18.5%-ითაა გაზრდილი.
გაზაფხულის თვეებში ქართულ ბაზარზე შემოტანილი პროდუქციის აბსოლუტური უმრავლესობა ერთ ქვეყანაზე მოდის. მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში ირანიდან 1 218.1 ტონა საზამთრო შემოვიდა, რაც მთლიანი იმპორტის თითქმის 99%-ს შეადგენს. პარტნიორ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა ნიდერლანდები 14.0 ტონით, ხოლო მესამე პოზიციას თურქეთი იკავებს, საიდანაც საქართველომ 0.8 ტონა პროდუქტი შეიძინა.
აღსანიშნავია, რომ საზამთროს იმპორტის მზარდი ტენდენცია ბოლო წლებში მყარად ფიქსირდება. გასულ, 2025 წელს საქართველომ ჯამში 10 033.7 ტონა საზამთროს იმპორტი განახორციელა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება 2024 წლის მაჩვენებელს, როდესაც ქვეყანაში 7 737.1 ტონა პროდუქტი შემოვიდა.