ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1043 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6660 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6660 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6673 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0013 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.1043 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.1071 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0028 ლარი შეადგინა.
სხვა სიახლეები
ყაზახეთის რკინიგზა და Huawei სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ციფრულ მოდერნიზაციაზე მსჯელობენ
14.09.2026.19:00
ყაზახეთის რკინიგზის (KTZ) მმართველობის საბჭოს თავმჯდომარემ Huawei-ის კორპორაციული გაყიდვების უფროს ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის შედეგები შეაჯამეს და KTZ-ის ტექნოლოგიური განვითარების სამომავლო გეგმები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ციფრულ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც სარკინიგზო ინფრასტრუქტურისა და ლოგისტიკური ოპერაციების უსაფრთხოების, საიმედოობისა და ეფექტიანობის გაუმჯობესებას ემსახურება.
განხილულ ძირითად პროექტებს შორის იყო LTE-R ქსელის დანერგვა - სარკინიგზო ტრანსპორტისთვის განკუთვნილი სპეციალიზებული საკომუნიკაციო სტანდარტი, რომელიც მონაცემთა საიმედო გადაცემასა და მატარებლების მოძრაობის უფრო ეფექტიან კოორდინაციას უზრუნველყოფს.
კომპანიებმა ასევე განიხილეს თანამედროვე მონაცემთა ცენტრის განვითარება, რომელიც Huawei-ის კომპიუტერული გადაწყვეტილებებით იქნება აღჭურვილი და ანალიტიკური სისტემებისა და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების მუშაობას უზრუნველყოფს.
კიდევ ერთი პროექტი ინტელექტუალური ოპერაციების ცენტრის (IOC) ამოქმედებას ითვალისწინებს, რომელიც ტექნოლოგიური პროცესების რეალურ დროში მონიტორინგსა და ვიზუალიზაციას განახორციელებს და სარკინიგზო ქსელის ოპერატიულ მართვას შეუწყობს ხელს.
თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ასევე კიბერუსაფრთხოება იყო. KTZ-მა და Huawei-მ განიხილეს სპეციალიზებული ცენტრის შექმნა, რომელიც კომპანიის კრიტიკულ ციფრულ ინფრასტრუქტურას თანამედროვე კიბერსაფრთხეებისგან დაიცავს.
KTZ-ის განცხადებით, Huawei-სთან სტრატეგიული პარტნიორობა ხელს შეუწყობს საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკისა და მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვას, დააჩქარებს ყაზახეთის ეროვნული სარკინიგზო ოპერატორის ციფრულ ტრანსფორმაციას და გააძლიერებს მის პოზიციებს, როგორც რეგიონში წამყვან ციფრულ ლოგისტიკურ პროვაიდერს.