ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0646 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6586 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6586 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6593 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0007 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.0646 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.0723 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0077 ლარი შეადგინა.
სხვა სიახლეები
მარიამ ქვრივიშვილმა ყირგიზეთის ეკონომიკისა და კომერციის მინისტრთან შეხვედრისას ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი და მათი შემდგომი გაძლიერების პერსპექტივები განიხილა
11.06.2026.18:34
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ყირგიზეთის ეკონომიკისა და კომერციის მინისტრ ბაკიტ სიდიკოვს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი და მათი შემდგომი გაძლიერების პერსპექტივები განიხილეს. ორი ქვეყნის ეკონომიკური უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ყირგიზეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში შედგა.
მარიამ ქვრივიშვილმა ყირგიზ კოლეგასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ეკონომიკური კავშირების განმტკიცება ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელოვანი ასპექტია. მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქვეყნებს შორის ურთიერთხელსაყრელი პარტნიორობის ახალი მიმართულებების გამოვლენას.
საქართველოსა და ყირგიზეთს შორის ორმხრივი ვაჭრობის კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა და პერსპექტივები იყო მინისტრებს შორის საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ამ მხრივ ფართო შესაძლებლობები არსებობს არაერთი სექტორული მიმართულებით.
მარიამ ქვრივიშვილმა ყირგიზეთის ეკონომიკისა და კომერციის მინისტრს საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია.
ქართულმა მხარემ მზადყოფნა და დაინტერესება გამოხატა, გაზარდოს ყირგიზეთის ბაზარზე უკვე არსებული პროდუქციის ექსპორტის მოცულობა.