ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0351 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6487 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6487 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6505 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0018 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.0351 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0377 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0026 ლარი შეადგინა.
სხვა სიახლეები
ბიზნესი უფრო მეტად გადავიდა საქმიან პროცესზე და აქტიურად მიმდინარეობს რეკრუტირება - ვახტანგ შურღაია
22.06.2026.19:00
უცხოელთა დასაქმების მიმართულებით ბიზნესის ადაპტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და კომპანიები ახალ რეგულაციებთან ეტაპობრივად შესაბამისობაში მოდიან, - ამის შესახებ დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელმა და BV Consulting-ის მმართველმა პარტნიორმა ვახტანგ შურღაიამ განაცხადა. მისი თქმით, ცვლილებებმა ბიზნესი მეტად ფოკუსირდა დასაქმების ფორმალური მოთხოვნების დაცვაზე, მათ შორის შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებასა და საკანონმდებლო ნორმებთან შესაბამისობაზე, ხოლო კომპანიებს სრულად ადაპტაციისთვის ვადა წლის ბოლომდე აქვთ.
„ბიზნესი უფრო მეტად გადავიდა საქმიან პროცესზე და, ასე ვთქვათ, აქტიურად მიმდინარეობს რეკრუტირება. ამ ცვლილებებმა კომპანიები აიძულა, უცხოელთა დასაქმებისას მეტი ყურადღება დაუთმონ ფორმალური მხარის დაცვას. როგორიც არის შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება და სხვადასხვა საკანონმდებლო ნორმასთან ადაპტაცია. ბიზნესმა ეს პროცესი უკვე დაიწყო. ვერ ვიტყვით, რომ ყველამ ერთბაშად აიტაცა ეს სიახლე, თუმცა წლის ბოლომდე აქვთ დრო, რათა ეტაპობრივად ყველა კომპანიამ მოაწესრიგოს აღნიშნული საკითხები“, - განაცხადა შურღაიამ.