ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0147 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6403 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6403 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6415 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0012 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.0147 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.0237 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.009 ლარი შეადგინა.
სხვა სიახლეები
მოდელის ცვლილება ასევე პასუხობს იმ დღევანდელ მოთხოვნებს, რომელიც გლობალური რეალობიდან გამომდინარე დადგა დღის წესრიგში - მარიამ ქვრივიშვილი ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით აშენებასთან დაკავშირებით
06.07.2026.18:13
მოდელის ცვლილება ასევე პასუხობს იმ დღევანდელ მოთხოვნებს, რომელიც გლობალური რეალობიდან გამომდინარე დადგა დღის წესრიგში, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით აშენებასთან დაკავშირებით„დღის ქრონიკის“ წამყვანის კითხვის პასუხად.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ აქტიურად იმუშავა, რომელი მოდელი იქნებოდა სწორი, რომლითაც უნდა იმუშაოს ანაკლიის ღრმაწყლოვანმა პორტმა.
„ეს იქნება სწორი პოლიტიკა, რომ პორტი იქნება ქართული, მაგრამ გვეყოლება პარტნიორები ოპერატორების სახით არაერთი სახელმწიფოდან, რომელიც უზრუნველყოფს ტვირთების მოტანას, სატერმინალო ინფრასტრუქტურის მოწყობას და შემდგომში ოპერირებას. მოდელის ცვლილება ასევე პასუხობს იმ დღევანდელ მოთხოვნებს, რომელიც გლობალური რეალობიდან გამომდინარე დადგა დღის წესრიგში.
ძალიან აქტიურად ვიმუშავეთ, რომ სწორად შეგვეფასებინა გაზრდილი და სამომავლო მოთხოვნიდან გამომდინარე, რა იქნებოდა ის სწორი მოდელი, რომლითაც უნდა იმუშაოს ანაკლიის ღრმაწყლოვანმა პორტმა. ამ პროცესში და კვლევებში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საგრძნობლად გაიზარდოს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პირველი ფაზის მოცულობებიც“, - აღნიშნა ქვრივიშვილმა.
მისი თქმით, 2029 წლისთვის სახელმწიფო ფიქრობს, რომ განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდეს მშრალი და ნაყარი ტვირთების სატერმინალო გამტარობის ზრდაზე.
„რეალურად ვსაუბრობთ საკმაოდ ხელშესახებ გაზრდაზე. დაახლოებით 10 მილიონ ტონამდე გაიზრდება მშრალი და გამტარი ტვირთების გამტარობა. წინა ვერსიის მონაცემები იყო დაახლოებით მილიონ ნახევარი. წარმოიდგინეთ რამხელა გაზრდაზე გვაქვს საუბარი. მათ შორის საკონტეინერო ტვირთების გაფართოებასაც განვიხილავთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო დახვდეს მზად იმ გაზრდილ ტვირთნაკადს, რომელიც აუცილებლად იქნება გლობალურად“, - აღნიშნა ქვრივიშვილმა.
საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ააშენოს ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით, რომლის ფარგლებში სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს. „ლენდლორდის“ მოდელი სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას, ანაკლიის პორტი განავითაროს არა ერთ, როგორც დღემდე იყო დაგეგმილი, არამედ ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფოსთან და კომპანიასთან პარტნიორობით