მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7175.6
-0.0079
flag
AZN 1.5467
-0.0005
flag
CNY 38.81
-0.0054
flag
EUR 2.9984
-0.006
flag
GBP 3.5139
-0.0154
flag
KZT 56.21
0.0006
flag
TRY 0.0557
0
flag
USD 2.629
-0.0011
news banner

ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა

news image
mbc image

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0109 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6384 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6384 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6393 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.0109 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.0167 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0058 ლარი შეადგინა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image „საქართველოს ფოსტა" მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს ლოგისტიკური და სატრანზიტო ჰაბის განვითარების მიმართულებით, რასაც „ალიბაბა ჯგუფთან" გაფორმებული ხელშეკრულებაც ადასტურებს - ვახტანგ ცინცაძე

22.07.2026.21:23

„ალიბაბა ჯგუფთან" გაფორმებული ხელშეკრულება და აღნიშნული მიმართულებით ოპერაციების დაწყება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „საქართველოს ფოსტა" მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს ლოგისტიკური და სატრანზიტო ჰაბის განვითარების მიმართულებით", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ ხელშეკრულების მნიშვნელობაზე საუბრისას.

საქართველოს ფოსტამ" Alibaba Group-ის ლოგისტიკურ პლატფორმა Cainiao-სთან გააფორმა თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს, როგორც რეგიონული ლოგისტიკური ჰაბის განვითარების მიმართულებით.

ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, „საქართველოს ფოსტის" საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობა აფართოებს მის ბიზნესშესაძლებლობებს, რაც, პოზიტიურად აისახება არა მხოლოდ საქართველოს ფოსტის შემოსავლებზე, არამედ, ზოგადად, ეს საშუალებას აძლევს სხვა ბიზნეს სუბიექტებს, დაამყარონ თანამშრომლობა „საქართველოს ფოსტასთან." როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ყველა წინაპირობა არსებობს, რომ „საქართველოს ფოსტის" და „ალიბაბა ჯგუფის" თანამშრომლობა წარმატებული იქნება, კიდევ უფრო გაფართოვდება და კომპანია თავის მომხმარებლებს არაერთ მნიშვნელოვან სერვისს შესთავაზებს.

პროექტის მიხედვით, საქართველოში განხორციელდება საერთაშორისო გზავნილებისა და ტვირთების მიღება, დახარისხება, კონსოლიდაცია და შემდგომ, დანიშნულების ქვეყნებში ტრანსპორტირება.

„საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია, რომ „საქართველოს ფოსტა" გახდეს მომგებიანი კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს ერთი მხრივ, მომხმარებელთა კმაყოფილებას, მეორე მხრივ კი წვლილს შეიტანს საქართველოს, როგორც ლოგისტიკური ჰაბის განვითარებაში და ასევე უზრუნველყოფს შესაბამისი შემოსავლების გენერირებას" - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა