ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0318 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6114 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6114 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6128 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0014 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.0318 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0374 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0056 ლარი შეადგინა.
სხვა სიახლეები
2026 წლის ცხრა თვის განმავლობაში ბინების საშუალო გასაყიდმა ფასმა კვ.მ-ზე $1,353 შეადგინა, რაც წლიურად 4%-იან ზრდას წარმოადგენს - TBC Capital
03.11.2026.11:00
TBC Capital-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონება: ყოველთვიური მიმოხილვა" აქვეყნებს. ანგარიშში მიმოხილულია ბაზრის ძირითადი ტენდენციები და სამომავლო პერსპექტივები. ,,2026 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მოცულობამ $3,061 მილიონი შეადგინა და წლიურად 23%-ით გაიზარდა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდის ტემპის შესამჩნევ აჩქარებაზე მიუთითებს.
იმავე პერიოდის განმავლობაში, საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა თბილისში წლიურად 18%-ით გაიზარდა და 34,434 ერთეული შეადგინა.
2026 წლის ცხრა თვის განმავლობაში ბინების საშუალო გასაყიდმა ფასმა კვ.მ-ზე $1,353 შეადგინა, რაც წლიურად 4%-იან ზრდას წარმოადგენს.
2026 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, საშუალო გასაქირავებელი ფასი წლიურ ჭრილში 3%-ით შემცირდა და კვ.მ -ზე $10.1 შეადგინა. ასევე, უძრავი ქონების ამონაგები წლიურად 0.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 8.2%-ს მიაღწია.
2026 წლის ცხრა თვეში ბაზარზე პოტენციური მიწოდება, რომელსაც გაცემული სამშენებლო ნებართვებით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართობი ასახავს, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10%-ით შემცირდა და დაახლოებით 854,000 კვ.მ შეადგინა", - აღნიშნულია ანგარიშში.