მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7180.8
0.006
flag
AZN 1.5305
-0.0004
flag
CNY 38.818
0.0018
flag
EUR 2.91
-0.0015
flag
GBP 3.4342
-0.0053
flag
KZT 57.78
-0.0044
flag
TRY 0.0529
0
flag
USD 2.6019
-0.0002
news banner

ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა

news image
mbc image

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9100 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6019 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6019 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6021 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0002 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 2.9100 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9115 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0015 ლარი შეადგინა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში თუმო ქუთაისის ცენტრი ოფიციალურად გახსნა

08.10.2026.17:56

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში თუმო ქუთაისის ცენტრი ოფიციალურად გახსნა. მარიამ ქვრივიშვილი ცენტრში სასწავლო პროცესს გაეცნო და პირველი ნაკადის მოსწავლეებს შეხვდა, რომლებმაც სწავლა რამდენიმე დღის წინ დაიწყეს.

თუმოს ცენტრი საქართველოში ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის ეკოსისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია და საერთაშორისო აღიარების მქონე საგანმანათლებლო მოდელს წარმოადგენს, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ცენტრის მიერ შეთავაზებულ სასწავლო პროგრამებზე 1550-მდე მოსწავლეა დარეგისტრირებული. საწყის ეტაპზე კურსს 600 ახალგაზრდა უკვე შეუერთდა. პროგრამა ორიენტირებულია 12-18 წლის ახალგაზრდების ციფრული, ტექნოლოგიური და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე და მოიცავს მნიშვნელოვან მიმართულებებს, მათ შორის - პროგრამირებას, რობოტიკას, თამაშების შექმნას, ანიმაციას, გრაფიკულ დიზაინს, 3D მოდელირებას, ფოტოგრაფიას, კინოგადაღებას, მუსიკას, ხატვასა და გენერაციული ხელოვნური ინტელექტის საფუძვლებს. სწავლების მოდელი ეფუძნება თვითმართვადი სწავლების პრინციპს და აერთიანებს ინტერაქტიულ სასწავლო მოდულებს, პრაქტიკულ სემინარებსა და ლაბორატორიებს, სადაც მონაწილეები ცოდნას რეალურ პროექტებზე მუშაობის პროცესში იძენენ.

„თუმო ქუთაისში" სწავლა სრულად დაფინანსებულია, რაც ახალგაზრდებისთვის თანამედროვე საგანმანათლებლო შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

ცენტრი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გაიხსნა.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრა გამართა ცენტრის ხელმძღვანელობასთან, სადაც საუბარი შეეხო სწავლების მოდელსა და მიმდინარე პროგრამებს.

თუმო ქუთაისის ცენტრის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძემ, თუმოს ცენტრის დამფუძნებლებმა მარი ლუ პაპაზიანმა და პეგორ პაპაზიანმა, ასევე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა, საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ და საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩმა აშოტ სმბატიანმა მიიღეს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა