ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9128 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.5979 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.5979 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.5982 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 2.9128 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9274 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0146 ლარი შეადგინა.
სხვა სიახლეები
ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით ძალიან პოზიტიური ტენდენცია გვაქვს - ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანა ვითარდება, ეკონომიკა იზრდება, ადგილობრივი ბიზნესი წინ მიდის | კახა კალაძე
19.10.2026.17:09
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ეკონომიკური თვალსაზრისით პოზიტიური ტენდენციაა, ქვეყანა წინ მიდის, ამის შესაძლებლობა კი შექმნა იმ პოლიტიკამ, რომელსაც მმართველი გუნდი ახორციელებს.
ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს იმ კითხვის პასუხად განუცხადა, რომლის თანახმად, საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ადგილობრივი ექსპორტი 60.3 პროცენტით გაიზარდა.
„ზოგადად, ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით ძალიან პოზიტიური ტენდენცია გვაქვს. ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანა ვითარდება, ეკონომიკა იზრდება, ადგილობრივი ბიზნესი წინ მიდის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. არ იფიქროთ, რომ ეს შემთხვევითია. იმას, თუ რა ხდება ჩვენს ირგვლივ, რა ხდება ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში და ზოგადად, მსოფლიოში, თუ როგორი რთული, დაძაბული პოლიტიკური ვითარებაა, ყველა კარგად ხედავთ. ის, რომ დღეს საქართველო ვითარდება, ეკონომიკურად წინ მიდის, ამის შესაძლებლობა მოგვცა იმ პოლიტიკამ, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ახორციელებს. მიუხედავად უამრავი შეურაცხყოფისა, არასამართლიანი დამოკიდებულებისა, მუქარებისა, ცილისწამებისა, ჩვენ გვაქვს ძალიან პრინციპული პოზიცია - ჩვენ გვინდა მშვიდობის შენარჩუნება, რასაც მოჰყვება თანმდევი პროცესები. საბოლოო ჯამში, ყველაფერი აისახება ეკონომიკაზე. ეკომონიკურ განვითარებას, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ, რათა ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა საკუთარ თავზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.