ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9145 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.5955 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.5955 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.5958 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 2.9145 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9198 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0053 ლარი შეადგინა.
სხვა სიახლეები
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა
17.11.2026.19:12
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა. ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სტრატეგიულ პარტნიორობასა და ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე.
საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირებს, მიმდინარე ერთობლივ პროექტებსა და რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობას. ხაზი გაესვა დაკავშირებადობის გაძლიერებისა და რეგიონის სატრანსპორტო, ლოგისტიკური და ენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების მნიშვნელობას.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ წარმატებით განხორციელებული ერთობლივი პროექტებისა და სავაჭრო თანამშრომლობის შედეგად, აზერბაიჯანი 2000 წლიდან სტაბილურად იკავებს ადგილს საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა ათეულში.
დადებითად შეფასდა მგზავრთნაკადის მნიშვნელოვანი ზრდა თბილისსა და ბაქოს შორის სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ.
შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში გიორგი ზაქარაშვილი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრი მიქაელ ჯაბაროვი.