მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7198.1
-0.002
flag
AZN 1.5267
-0.0003
flag
CNY 38.898
-0.0019
flag
EUR 2.8998
-0.0147
flag
GBP 3.4746
-0.0189
flag
KZT 57.99
0.0035
flag
TRY 0.0517
-0.0002
flag
USD 2.5949
-0.0006
news banner

ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა

news image
mbc image

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8998 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.5949 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.5949 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.5955 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 2.8998 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9145 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0147 ლარი შეადგინა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image სამი კვარტლის განმავლობაში მომხმარებლებს მილიონ ლარზე მეტი არასწორად დარიცხული ან ხანდაზმული დავალიანება ჩამოვაწერეთ - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე

06.11.2026.17:12

სამი კვარტლის განმავლობაში მომხმარებლებს მილიონ ლარზე მეტი არასწორად დარიცხული ან ხანდაზმული დავალიანება ჩამოვაწერეთ, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა. 

„ენერგეტიკა მართლაც ყოველთვის აქტუალურია, როგორც ბიზნესის განვითარების, ასევე საყოფაცხოვრებო თვალსაზრისით. გამომდინარე იქიდან, რომ მიმდინარე წელს ქვეყანაში საკმაოდ მაღალი ეკონომიკური აქტივობა იყო და წინა წლის შესაბამის კვარტლებთან შედარებით ეკონომიკური ზრდა გვქონდა, ელექტროენერგიაზე მოთხოვნა წინა წელთან შედარებით გაზრდილი იყო და, რეალურად, მოხმარება ამ პერიოდის განმავლობაში გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე წინა პერიოდში იყო.

მეორე მხრივ, წლევანდელი წელი გამორჩეული იყო იმით, რომ წყალუხვი გაზაფხული-ზაფხულის პერიოდი გვქონდა, ანუ ინტენსიური ნალექები იყო. აქედან გამომდინარე, რეზერვუარიან ჰიდროსადგურებში წყალი საკმაოდ დიდი მოცულობით დაგროვდა და ეს გვაძლევდა საშუალებას, რომ პრაქტიკულად ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსებით, იმპორტის გარეშე, გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში გვემუშავა. ასევე ხაზგასასმელია ის, რომ იმპორტი მხოლოდ ზამთრის თვეებში, იანვარ-თებერვალ-მარტის პერიოდში განხორციელდა. იქაც ნაწილობრივ ენერგიის იმპორტი, ნაწილობრივ კი ბუნებრივი აირის იმპორტი, რომლის მეშვეობითაც თბოსადგურებზე ხდებოდა ელექტროენერგიის გამომუშავება.

საექსპორტო თვალსაზრისით, წელი აქტიური და გამორჩეული არ ყოფილა. ძალიან მცირე მოცულობით განხორციელდა ექსპორტი, ვინაიდან ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც ანალოგიურად საკმაოდ ჭარბი ენერგია იყო და ენერგიის ღირებულება დაბალი იყო. აქედან გამომდინარე, ექსპორტიორებს კომერციული თვალსაზრისით არ უღირდათ ჩვენი ქვეყნიდან ექსპორტის განხორციელება.

რაც შეეხება უშუალოდ ჩვენს საქმიანობას, მარეგულირებელი კომისიის საქმიანობას, კომისია კვლავაც აქტიურად მუშაობდა სამი კვარტლის განმავლობაში. ჩვენ გაზაფხულზე დავადგინეთ ახალი სამომხმარებლო ტარიფები ელექტროენერგეტიკის სექტორში. ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა მომხმარებელთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით. სამი კვარტლის განმავლობაში მომხმარებლებს მილიონ ლარზე მეტი ჩამოვაწერეთ არასწორად დარიცხული ან ხანდაზმული დავალიანების სახით.

ასევე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ჩვენ სწორედ ამ პერიოდში ვუმასპინძლეთ ენერგეტიკის მარეგულირებელთა მსოფლიო ფორუმს, რომელიც თბილისში ჩატარდა. 350-ზე მეტი უცხოელი სტუმარი და მონაწილე გვყავდა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს და თავიანთი გამოცდილება ჩამოიტანეს. კარგად ორგანიზებულმა და ჩატარებულმა ფორუმმა შესაბამისი გამოხმაურებები ჰპოვა მათი მხრიდან, მათსავე ქვეყნებში, სხვადასხვა საერთაშორისო ენერგეტიკულ ორგანიზაციებსა და გამოცემებში დაიწერა ამის შესახებ, რამაც ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაცია ამ თვალსაზრისითაც, ანუ როგორც ენერგეტიკულად საინტერესო, მიმზიდველი და მოწესრიგებული ქვეყნისა, გაზარდა. ესეც ძალიან ყურადსაღები და მნიშვნელოვანი საკითხი იყო“, - აცხადებს დავით ნარმანია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა