მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7189.9
0.0051
flag
AZN 1.5572
-0.0003
flag
CNY 38.926
0.0055
flag
EUR 3.0033
0.0007
flag
GBP 3.4853
0.0015
flag
KZT 54.56
0.0015
flag
TRY 0.0569
0
flag
USD 2.6468
-0.0005
news banner

ლარის კურსი დოლართან გამყარდა

news image
mbc image

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0033 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6468 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6468 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6473 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.0033 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.0026 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0007 ლარი შეადგინა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოს საზღვაო სექტორისთვის ნამდვილად ისტორიული დღეა, ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური ფართოვდება - თამარ იოსელიანი

25.06.2026.18:10

„საქართველოს საზღვაო სექტორისთვის ნამდვილად ისტორიული დღეა, ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური ფართოვდება" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა ნავსადგურის განვითარების მეორე ფაზის დაწყების ცერემონიის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. თამარ იოსელიანის განმარტებით, პროექტის დასრულების შემდეგ ნავსადგურის გამტარუნარიანობა 3-დან 5 მლნ ტონამდე გაიზრდება.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი, ზოგადად, როგორც საქართველოსთვის, ასევე რეგიონისთვის და რეგიონის ჭრილში საქართველოს პოზიციების გამყარებისთვის, რადგანაც ზუსტად ეს საზღვაო ნავსადგური მოემსახურება მინერალურ სასუქებს, რომელიც წარმოებულია როგორც შუა აზიაში, ასევე რეგიონის ქვეყნებში და რომელიც განკუთვნილია მსოფლიოს სასურსათო უსაფრთხოებისთვის", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია ის 50-მილიონიანი მხარდაჭერა, რომელიც ამერიკის საერთაშორისო განვითარების ფინანსურმა კორპორაციამ წლების განმავლობაში ფოთის ახალ საზღვაო ნავსადგურში განახორციელა. თამარ იოსელიანის თქმით, პირველ ფაზაში ჯამურმა ინვესტიციამ 93 მილიონი დოლარი შეადგინა.

„ჩვენ დღეს ფოთის საზღვაო ნავსადგურის განვითარების ახალი ეტაპის - მეორე ფაზის მომსწრენი ვართ, რომლის ფარგლებშიც ამერიკის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაცია 25 მილიონი დოლარის ინვესტიციას ახორციელებს. ქართულ კომპანია „პეის გრუპთან" ერთად პროექტის ჯამური ღირებულება 40 მილიონ დოლარს შეადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ საზღვაო და, ზოგადად, ინფრასტრუქტურულ პროექტებში ამერიკის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის მხრიდან ეს რეგიონში განხორციელებული უმსხვილესი ინვესტიციაა, რაც ჩვენი სატრანსპორტო ქსელის გაძლიერებისთვის უმნიშვნელოვანესია", - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა