ლარის კურსი დოლართან გამყარდა
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0167 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6393 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6393 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6403 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.001 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.0167 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.0147 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.002
ლარი შეადგინა.
სხვა სიახლეები
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჭოუ ციენთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
07.07.2026.17:29
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჭოუ ციენთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს ჩინეთ-საქართველოს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების ფართო სპექტრი და ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ახალ იმპულსს აძლევს სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო და ტურისტული კავშირების გაღრმავებას.
შეხვედრის ფარგლებში ჩინეთის ელჩმა მარიამ ქვრივიშვილი, შანხაიში დაგეგმილ მსოფლიო ხელოვნური ინტელექტის კონფერენციაზე მიიწვია. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩს მიწვევისთვის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.
ამასთან, გამოსამშვიდობებელი შეხვედრის ფარგლებში მინისტრმა ჩინეთის ელჩს გაწეული ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა მის როლს ორმხრივი კავშირების გაღრმავებისა და ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობის განვითარების ხელშეწყობისთვის.