მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7178.1
0.0081
flag
AZN 1.5457
-0.0002
flag
CNY 38.819
0.0025
flag
EUR 2.9916
0.0067
flag
GBP 3.4923
0.0031
flag
KZT 55.09
0.0006
flag
TRY 0.0554
-0.0001
flag
USD 2.6272
-0.0006
news banner

ლარის კურსი დოლართან გამყარდა

news image
mbc image

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9916 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6272 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6272 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6278 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 2.9916 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 2.9849 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.00067 ლარი შეადგინა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ვინ გეგმავს საქართველოში EBRD-ის $19.6 მილიონის დაფინანსებით მზის ელექტროსადგურის აშენებას - Business Insider Georgia-ს ექსკლუზიური ინტერვიუ

29.07.2026.18:05

EBRD საქართველოში ყველაზე დიდი მზის ელექტროსადგურის მშენებლობისთვის $19.6 მილიონის დაფინანსების გამოყოფას გეგმავს. პროექტი მოიცავს 40.6 მეგავატი სიმძლავრის ახალი მზის ფოტოელექტრული (PV) სადგურის მშენებლობის დაფინანსებას, ასევე ადგილობრივი ბანკიდან მანამდე მოზიდული ხიდური დაფინანსების რეფინანსირებას ხუთი უკვე მოქმედი მზის ფოტოელექტრული სადგურისთვის, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 12.2 მეგავატს შეადგენს.

აღნიშნული დაფინანსება EBRD-ის მიერ კომპანიების - შპს „კახეთის მზის“, შპს „მზის ველის“, შპს „ველის“ და შპს „ალაზნის მზის“ სასარგებლოდ შეიძლება მიიმართოს სესხის გამოყოფას სახით. აღნიშნული კომპანიები საქართველოში 52.8 მეგავატი ჯამური სიმძლავრის მზის ელექტროსადგურების (SPP) მშენებლობისა და განვითარების მიზნით არიან დაფუძნებული.

პროექტის შესახებ Business Insider Georgia ექსკლუზიურად ნინო მჭედლიშვილს, საინვესტიციო კომპანია „ფერი“ ჯგუფში შემავალი კომპანიების („ალაზნის მზისა“ და „კახეთის მზის“) დირექტორს ესაუბრა.

,,ქვეყნისთვის ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი მოზიდული ინვესტიცია, რაც თავისმხრივ ეკონომიკის განვითარების მთავარი პირობაა. ჩვენც ვცდილობთ, რომ იაფი დაფინანსების წყაროები მოვიზიდოთ და კომპანიაში დავამკვიდროთ, დავაკმაყოფილოთ ეს ევროპული სტანდარტები, EBRD-ის მოთხოვნები და შესაბამისად ჩვენი პროექტებიც მაღალ დონეზე იყოს თავიდანვე დაგეგმის დონიდან ოპერირების განმავლობაშიც.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში 40.6 მეგავატის სიმძლავრეზეა საუბარი, რაც წარმოადგენს საშუალო სიმძლავრეს და ერთ-ერთი პირველი ელექტროსადგური იქნება ,,Utility-Scale Greed”-ზე (ერთ-ერთი პირველი ქსელზე დაერთებული კომერციული სადგური) დაერთებული. რა თქმა უნდა დივერსიფიკაცია მნიშვნელოვანია ენერგეტიკისთვის და კარგია ზოგადად ელექტროენერგიის ბაზრის განვითარებისთვის“, - განაცხადა ნინო მჭედლიშვილმა.

ცნობისთვის, პროექტის არა-ტექნიკური რეზიუმის თანახმად, ველი შპს არის საქართველოში რეგისტრირებული კომპანია, რომელიც ავითარებს, ფლობს და ახორციელებს მზის ელექტროსადგურების (მზის ელექტროსადგური) ექსპლუატაციას. ამჟამად ველი-ს საკუთრებაშია 5 მზის ელექტროსადგური (საერთო დადგმული სიმძლავრე: 12 მვტ), რომლებიც 2025 წლის სექტემბერში გადაეცა ექსპლუატაციაში, და კომპანია კიდევ 5-ს ავითარებს, სულ 12 მზის ელექტროსადგურის პორტფელის ფორმირების მიზნით. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) განიხილავს ამ პორტფელის დაფინანსებას. მზის ელექტროსადგურები განლაგებულია კახეთში, აღმოსავლეთ საქართველოში, საერთო დადგმული სიმძლავრით 52,5 მვტ (ყველა ერთობლივად მოხსენიებულია, როგორც „პროექტი“). პროექტი განხორციელდება სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების (EPC) ხელშეკრულების ფარგლებში. ექსპლუატაცია და ტექნიკური მომსახურება (O&M) წარიმართება O&M ხელშეკრულების საფუძველზე. პროექტი კატეგორიზებულია „B" კატეგორიად EBRD-ის 2024 წლის გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკის შესაბამისად. პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური სათანადო გამოკვლევა ჩატარდა 2026 წლის იანვარში EBRD-ის გარემოსდაცვითი და სოციალური მოთხოვნების (ESR) შესაბამისად პროექტის სტრუქტურირების მიზნით. წინამდებარე დოკუმენტი მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის პროექტის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მიწოდებას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა