ლარის კურსი დოლართან გამყარდა
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0206 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6259 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6259 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6266 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0007 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.0206 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0159 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0047 ლარი შეადგინა.
სხვა სიახლეები
ლარის კურსის სტაბილურობას მყარი ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორები განაპირობებს - ეკატერინე მიქაბაძე
31.07.2026.17:20
საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობასა და გამყარების ტენდენცია, უპირველეს ყოვლისა, მყარი ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორები განაპირობებს.
როგორც მან აღნიშნა, გარდა ამისა, ლარის სტაბილურობა ქვეყანაში უცხოური ვალუტის მდგრად შემოდინებას ეფუძნება.
"საქართველოში საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ეს ზრდა ეკონომიკის სტრუქტურულ ტრანსფორმაციას ეფუძნება და მაღალპროდუქტიული სექტორების განვითარებით არის განპირობებული. საუბარია, პირველ რიგში, ექპორტზე ორიენტირებულ მომსახურების დარგებზე, რომლებიც ამავდროულად, ნაკლებად იმპორტდამოკიდებულია. შესაბამისად, მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, მნიშვნელოვნად უმჯობესდება მიმდინარე ანგარიშის ბალანსი, რაც ქვეყნის საგარეო პოზიციის გაძლიერებაზე მიუთითებს. ამასთან, სუვერენული რისკპრემიის დაბალი დონე და ინვესტორების მზარდი ნდობა ქვეყანაში კაპიტალისა და ფინანსური რესურსების მზარდ შემოდინებაში აისახება. რაც სწორედ ეს შემოდინებები არის იმის საფუძველი, რომ ლარი სტაბილურია და გამყარების ტენდენცია აქვს“, - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.
სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, მაკროეკონომიკური მყარი ფუნდამენტური და ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებები ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობის განმსაზღვრელია, რაც თავის მხრივ დისინფლაციური გავლენით გამოირჩევა.
„რაც შეეხება სავალუტო რეზერვებს, იგი მაკროეკონომიკური სტაბილურობის ძირითადი გარანტორია და ეროვნული ბანკი მიმართულია რეზერვების დაგროვებასა დ ამის ადეკვატურ დონეზე შენარჩუნებაზე. ამგვარი, ძლიერი სავალუტო შემოდინებების პირობებში ეროვნულ ბანკს შეუძლია შეისყიდოს უცხოური ვალუტა ისე, რომ გაცვლითი კურსის ტენდენციას ხელი არ შეუშალოს. ეროვნული ბანკის წესებზე დაფუძნებული ინტერვენციები ავტომატურად უზრუნველყოფს იმას, რომ როდესაც კურსს ფუნდამენტურად გამყარების ტენდენცია აქვს, მხოლოდ მაშინ ერევა ეროვნული ბანკი ბაზარზე და აქვს შესაძლებლობა შეავსოს რეზერვები. ივნისის მდგომარეობით რეზერვების მოცულობა 7.1 მლრდ აჭარბებდეს და ადეკვატურობის საზომის 112.3%", - აცხადებს ეკატერინე მიქაბაძე.