ლარის კურსი დოლართან გამყარდა
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0264 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6223 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6223 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6229 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.0264 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0260 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0004 ლარი შეადგინა.
სხვა სიახლეები
თბილისი-ბათუმისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებებზე მატარებლით მგზავრობის ხანგრძლივობა 4 საათამდე შემცირდა - თბილისი-ბათუმი-თბილისის მატარებლით დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იმგზავრა
06.08.2026.17:42
თბილისი-ბათუმისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებებზე მატარებლით მგზავრობის ხანგრძლივობა 4 საათამდე შემცირდა - თბილისი-ბათუმი-თბილისის მატარებლით დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან ერთად, იმგზავრა.
პრემიერმა რკინიგზაში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რკინიგზის მოდერნიზაცია გაგრძელდება.
„დღეს ბათუმამდე ვიმგზავრეთ მატარებლით, რომელიც ახალი სიჩქარით მოძრაობს. მანამდე მგზავრობის დრო იყო 5,5 საათი და ახლა შემცირებულია 4 საათამდე, რაც მნიშვნელოვანია მგზავრებისთვის, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ჩვენი სტუმრებისთვის. ტურისტული კუთხითაც მნიშვნელოვანია ეს ცვლილება. ერთი წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზაში ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელდა და ეს ცვლილება, რაც შეეხო სამგზავრო მატარებელს, ამ ყველაფრის ერთ-ერთი გამოხატულებაა. კიდევ ძალიან ბევრი რამ არის დაგეგმილი რკინიგზის განახლების მიმართულებით, რაზეც საზოგადოებას პერიოდულად ვაწვდიდით ინფორმაციას და ყველა ეს რეფორმა სათანადო ვადებში იქნება განხორციელებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და ლიანდაგის სრულ რეაბილიტაციასთან ერთად გაიზარდა სიჩქარე და მოიხსნა შეზღუდვები ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრავი შემადგენლობებისთვის.
სამგზავრო დროის შემცირებას ასევე ხელი შეუწყო უღელტეხილის მონაკვეთზე რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის დასრულებამ. სარკინიგზო ხაზის გასწვრივ წინასწარ იდენტიფიცირებულ ადგილებში დამონტაჟდა დამცავი ღობეები.
რეაბილიტაცია ჩაუტარდა სამგზავრო სადგურებსაც. გარდა ამისა, მიმდინარეობს მატარებლების კაპიტალური შეკეთება, ასევე დაწყებულია 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვის პროცედურები.