ლარის კურსი დოლართან გამყარდა
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9074 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.5989 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.5989 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.5994 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 2.9074 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9066 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0008 ლარი შეადგინა.
დღის ტოპ 10 სიახლე
ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ექსპორტის 25%-ით გაზრდას გეგმავს | ყაზახური მედია
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს
პირველი წლის იუბილე და 60 000 ლარიანი საპრიზო ფონდი - KUS TBA PADEL-მა მასშტაბურ ტურნირს უმასპინძლა
სხვა სიახლეები
ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ექსპორტის 25%-ით გაზრდას გეგმავს | ყაზახური მედია
13.10.2026.17:32
ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ექსპორტის 25%-ით გაზრდას გეგმავს. ინფორმაციას ყაზახური მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ოქტომბერში ყაზახეთი მილსადენით 168 ათასი ტონა ნავთობის გადატანას გეგმავს. სექტემბერში ექსპორტირებული ნავთობის მოცულობა 130 ათას ტონას შეადგენდა.
როგორც ყაზახური მედია იუწყება, ნავთობის ძირითადი ნაწილი, 150 ათასი ტონა თენგიზის საბადოდან წამოვა, ხოლო დანარჩენი 18 ათასი ტონა - ყაშაგანის საბადოდან.
ყაზახეთის ეროვნული ოპერატორის „ყაზტრანსოილის“ ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვრიდან სექტემბრამდე პორტ აქტაუდან მილსადენ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მიმართულებით 1 მილიონ 164 ათასი ტონა ნავთობი გადაიზიდა, რაც 24%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
2026 წელს ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით საერთო ჯამში 1,7 მილიონი ტონა ნავთობის გატარებას გეგმავს. გასულ წელს აღნიშნული მაჩვენებელი 1 მილიონ 263 ათას ტონას შეადგენდა.