ლარის კურსი ევროსთან გამყარდა
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0967 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7015 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.7015 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6998 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0017 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.0967 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.1032 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0065 ლარი შეადგინა.
სხვა სიახლეები
მარიამ ქვრივიშვილმა აკრედიტაციის მსოფლიო დღე დარგის სპეციალისტებს მიულოცა
09.06.2026.17:56
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა აკრედიტაციის ცენტრს, მის თანამშრომლებს, პროცესში ჩართულ ექსპერტებსა და აკრედიტებულ შესაბამისობის შემფასებელ ორგანოებს აკრედიტაციის მსოფლიო დღე მიულოცა.
„აკრედიტაციისმსოფლიო დღე ყოველწლიურად 9 ივნისს აღინიშნება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელით, ვულოცავთ აკრედიტაციის ცენტრს, მის თანამშრომლებს, აკრედიტაციის პროცესში ჩართულ ექსპერტებს და აკრედიტებულ შესაბამისობის შემფასებელ ორგანოებს. სწორედ მათი საერთო ძალისხმევითა და აქტიური მუშაობით არის შესაძლებელი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა.
წლიდან წლამდე აკრედიტაციის მექანიზმის გამოყენება სულ უფრო მეტ სფეროში ხდება, რადგან მარეგულირებელი ორგანოები, მომხმარებლები და მწარმოებლები სულ უფრო მეტად ენდობიან აკრედიტებული ორგანიზაციების საქმიანობას.
წლევანდელი წელი აკრედიტაციის მსოფლიო საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანია, რადგან 2026 წლის იანვრიდან აკრედიტაციის სფეროში შეიქმნა ერთიანი საერთაშორისო ორგანიზაცია - Global Accreditation Cooperation Incorporated – Global ACI. მან ჩაანაცვლა ამ სფეროში მოქმედი ორი ორგანიზაცია - აკრედიტაციის საერთაშორისო ფორუმი და ლაბორატორიების საერთაშორისო აკრედიტაციის თანამშრომლობა.
საქართველოს აკრედიტაციის ცენტრი, როგორც საერთაშორისო და ევროპული აკრედიტაციის სისტემების ნაწილი, სრულად არის ინტეგრირებული ამ პროცესებში და ქართულ კომპანიებს საერთაშორისო და ევროპაში აღიარებულ სერვისებს აწვდის. სწორედ ამ აღიარების დამსახურებით, საქართველოში წარმოებული პროდუქტი და მომსახურება, რომელთა შესაბამისობაც დადასტურებულია აკრედიტებული ლაბორატორიის, სერტიფიკაციის თუ ინსპექტირების ორგანოს მიერ, დამატებითი ბარიერების გარეშე ხვდება ევროპულ და საერთაშორისო ბაზრებზე", - აღნიშნულია მინისტრის მილოცვაში.