ლარის კურსი ევროსთან გამყარდა
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1679 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6938 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6938 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6931 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0007 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.1679 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.1687ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0008 ლარი შეადგინა.
სხვა სიახლეები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
18.06.2026.23:00
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სომხური გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს სომხური გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სომხური პროდუქტების ადგილწარმოშობის ცვლილებასა და ტვირთების სხვა მეზობელი ქვეყნის სახელით რეექსპორტის მიზნით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შეტანასთან დაკავშირებით.
სამინისტრო თვლის, რომ ასეთი სახის ინფორმაციის გავრცელება სპეკულაციურ ხასიათს ატარებს და არამარტო არ შეესაბამება სინამდვილეს, არამედ ჩრდილს აყენებს ჩვენი ქვეყნების ეკონომიკურ ურთიერთობებს.
გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას მეზობელ ქვეყანაში პოლიტიკური ბრძოლის ასეთი სახის უხეშ ფორმებთან დაკავშირებით, სადაც ჩვენი ქვეყნის ჩართვა არაგონივრული ხერხებით ხდება“.