ლარის კურსი ევროსთან გამყარდა
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1652 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6938 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6938 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6938 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილება ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში არ მომხდარა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.1652 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.1679 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0027 ლარი შეადგინა.
სხვა სიახლეები
Fitch-ის პროგნოზით, აშშ-ის ეკონომიკა 2026-2027 წლებში 1.9%-ით გაიზრდება
20.08.2026.19:00
Fitch-მა ხუთშაბათს აშშ-ის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „AA+“-ზე უცვლელად დატოვა, პროგნოზი კი „სტაბილურად“ შეაფასა. სააგენტომ გადაწყვეტილების მიზეზებად დაასახელა ქვეყნის ეკონომიკა, ერთ სულ მოსახლეზე მაღალი შემოსავალი და აშშ დოლარის, როგორც მსოფლიოში წამყვანი სარეზერვო ვალუტის სტატუსი.
სააგენტოს განცხადებით, აშშ-ის ეკონომიკამ მდგრადობა შეინარჩუნა გაზრდილი ტარიფების, სახელმწიფო ხარჯების შემცირების, საზღვარზე კონტროლის გამკაცრებისა და პოლიტიკურ გაურკვევლობის ზრდის მიუხედავად. ეს, სააგენტოს შეფასებით, ქვეყნის შოკებისადმი გამკლავების უნარსა და ეკონომიკურ მოქნილობაზე მიუთითებს.
ამასთან, Fitch-ის პროგნოზით, აშშ-ის ეკონომიკა 2026-2027 წლებში 1.9%-ით გაიზრდება, რაც 2025 წელს დაფიქსირებულ 2.8%-იან ზრდაზე დაბალია. სააგენტომ ასევე აღნიშნა შრომაზე მოთხოვნის შესუსტება და მიმდინარე წელს სამუშაო ადგილების შექმნის ტემპის მნიშვნელოვანი შენელება.
ინფლაცია კვლავ შეშფოთების საგნად რჩება. სააგენტო ელოდება, რომ 2026 წელს ინფლაცია საშუალოდ 3.4% იქნება, რაც ფედერალური სარეზერვო სისტემის 2%-იან სამიზნე მაჩვენებელზე მაღალია. ტარიფებმა საბაზისო საქონლის ინფლაციის ზრდას შეუწყო ხელი, თუმცა მათი გავლენა მოსალოდნელზე ნაკლები აღმოჩნდა.
Fitch-ის პროგნოზით, აშშ-ის ზოგადი სამთავრობო ბიუჯეტის დეფიციტი 2026 წელს მშპ-ის 7.4%-მდე გაიზრდება და 2027 წელსაც ამ დონეზე შენარჩუნდება.