მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ლარის კურსის გამყარება და საპროცენტო განაკვეთების შემცირება ქართველი მყიდველისთვის კიდევ უფრო ხელსაყრელს ხდის თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ყიდვას | Galt & Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსი

news image
mbc image

⁠ლარის კურსის გამყარება და საპროცენტო განაკვეთების შემცირება ქართველი მყიდველისთვის კიდევ უფრო ხელსაყრელს ხდის თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ყიდვას, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის უფროსმა ანალიტიკოსმა, საბა ჩახვაშვილმა, ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

„რაც შეეხება საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, ძირითადად 4 მთავარ პარამეტრს მიმოვიხილავთ და ყოველდღიურად აქტიურად ვადევნებთ თვალყურს. ესენია: მოთხოვნა, მიწოდება, ქირის ფასი და გასაყიდი ფასი, რომელთა მიმართულებითაც შევეცდები, შესავალში გარკვეული კონტექსტი შევქმნა.

2026 წელს მოთხოვნა მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდა, როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზარზე. პირველად ბაზარზე Galt & Taggart-ის სისტემური დეველოპერების გამოკითხვის თანახმად, 30%-იანი ზრდა ვიხილეთ წლიური გაყიდული ბინების რაოდენობაში, ხოლო მეორად ბაზარზე, საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, 17%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ბაზარზე გაზრდილ აქტივობას ჩვენ ვუკავშირებთ მაკროეკონომიკური გარემოს გაუმჯობესებასაც. ეს გახლავთ ლარის კურსის გამყარება და საპროცენტო განაკვეთების შემცირება, რომელიც ქართველი მყიდველისთვის კიდევ უფრო ხელსაყრელს ხდის თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ყიდვას.

ამ კუთხით დავამატებდი მიწოდების ნაწილს. მიწოდებაში დაახლოებით საწყისი პირველი ხუთი თვე შემცირება გვქონდა, რაც ჯანსაღი და დადებითი მაჩვენებელია, ხოლო ბოლო 2 თვე, ივნისი-ივლისის პერიოდში, მსხვილ პროექტებზე გაიცა ნებართვა, რამაც 2026 წლის 7 თვე დაახლოებით იმავე ნიშნულზე აიყვანა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდი.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ფასების ტენდენცია. ფასების კუთხით მოთხოვნა-მიწოდება საბოლოოდ განსაზღვრავს, თუ როგორია ფასების ზრდის ტემპი. გამომდინარე იქედან, რომ მოთხოვნა მდგრადი და მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდა, ფასების ზრდის ტემპი ზომიერად სწრაფი გახლდათ. დაახლოებით 6% შეადგინა წლიურმა საშუალომ, რაც ზომიერად სწრაფი გახლდათ და ამ კუთხით წლის ბოლომდე არ ველოდებით, რომ რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება.

საბოლოოდ, მაკროეკონომიკურმა ფაქტორებმა ბოლო პერიოდში საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და ქირის ფასსაც რომ შევეხოთ, 10$-ის ფარგლებშია დასტაბილურებული. 2024 წლის შემდეგ მან ახალი სტაბილურობის წერტილი იპოვა, რაც 9$-დან 10$-ის ფარგლებში მერყეობს და თვიურად მცირედი მერყეობით შემოიფარგლება“, - აცხადებს საბა ჩახვაშვილი.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა