მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ლარის კურსთან დაკავშირებით ფუნდამენტური ფაქტორები კიდევ უფრო გაუმჯობესებულია - ლაშა ქავთარაძე

news image
mbc image

ლარის კურსთან დაკავშირებით ვხედავთ, რომ ფუნდამენტური ფაქტორები კიდევ უფრო გაუმჯობესებულია, - აღნიშნა რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას Galt & Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე. მისივე თქმით, ფუნდამენტური ფაქტორები არის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ლარის კურსის ტრენდზე, რომელიც პოზიტიურად მოქმედებს.

„ფუნდამენტურ ფაქტორებთან ერთად ჩვენ გვაქვს დოლარის გლობალური დასუსტება. ამ ფონზე ევრო და ფუნტი მნიშვნელოვნად არის გამყარებული და შესაბამისად სხვა განვითარებადი ქვეყნების ვალუტებიც ამ ფერხულში არიან. ის რაც ჩვენ გვაქვს ეს რა თქმა უნდა პოზიტიური არის. პოზიტიური არის იმ კუთხით, რომ ფუნდამენტური ფაქტორების დომინანტობა გვაქვს ლარის კურსის გამყარებაში და ვფიქრობთ, რომ გარკვეული ფუნდამენტური ფაქტორები წლის ბოლომდე იქნება შენარჩუნებული. თუმცა, ჩვენ პროგნოზში მაინც ვუშვებთ, რომ დოლარის ინდექსი შესაძლოა მობრუნდეს. ის რაც არის ახლა, დოლარი გლობალურად დასუსტებული შეიძლება ეს წლის ბოლოდე არ იყოს შენარჩუნებული, ანუ ჩვენ შეიძლება ვიხილოთ დოლარის გლობალური გამყარება და აი ამ ფონზე მცირე ცვლილებები ლართან მიმართებაშიც იქონიებს გავლენას  და საერთო ჯამში, ჩვენი პროგნოზი არის ჯერჯერობით არ შეგვიცვლია, ეს არის საშუალო გაცვლითი კურსი 2.78 და თუ ჩვენ არ ვიხილეთ დოლარის ინდექსის მობრუნება, შესაძლოა ეს პროგნოზიც გაუმჯობესდეს წლის განმავლობაში უფრო დაბალი კურსი მივიღოთ“,- ამბობს ლაშა ქავთარაძე.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა