მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7166.7
-0.0011
flag
AZN 1.5327
0
flag
CNY 38.861
0.0047
flag
EUR 2.9552
-0.008
flag
GBP 3.4478
-0.0063
flag
KZT 59.32
0.0014
flag
TRY 0.0532
0
flag
USD 2.6051
-0.0004
news banner

„ლენდლორდის“ მოდელი დროთა განმავლობაში ანაკლიის პორტში ერთზე მეტი ტერმინალისა და ტერმინალის ოპერატორის საქმიანობის შესაძლებლობას შექმნის

news image
mbc image

მსოფლიო ბანკი განახლებულ ანგარიშს „ინტეგრაცია: მსოფლიო დონის სავაჭრო ლოგისტიკა ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის გასწვრივ“ აქვეყნებს და მიუთითებს, რომ სტრატეგიულ ინვესტიციებს განვითარებად ტრანსკასპიურ სატრანსპორტო დერეფანში (TCTC), რომელიც „შუა დერეფნის“ სახელითაც არის ცნობილი, შეუძლიათ 2040 წლისთვის ამ მარშრუტის გასწვრივ ვაჭრობის მოცულობა სამჯერ და მეტად გაზარდონ, გაანახევრონ მგზავრობის დრო, 3,3%-ით აამაღლონ მშპ და დამატებით 2 მილიონი სამუშაო ადგილი შექმნან.

დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია ანაკლიის პორტის ეკონომიკურ მნიშვნელობაზე და ხაზგასმულია landlord-ის მოდელის უპირატესობები.

,,საქართველოს მთავრობა ავითარებს ფოთის ჩრდილოეთით მდებარე ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, რომლის ოპერირების დაწყება 2029 წელს არის მოსალოდნელი. პორტს ექნება განვითარებისათვის საკმარისი სივრცე, რაც დროთა განმავლობაში მის გაფართოებას შესაძლებელს გახდის. იგი შეძლებს შავი ზღვის მიმართულებით მოსალოდნელი ყველაზე დიდი ზომის გემების მომსახურებას და მულტიმოდალური სატრანსპორტო კავშირებით იქნება დაკავშირებული მის უკანა ზონასთან.

რაც უფრო მნიშვნელოვანია, ანაკლიის პორტი ვითარდება „Landlord“ მოდელის საფუძველზე, რითაც პორტის სექტორის მართვის ისეთი მიდგომა ინერგება, რომელიც შეესაბამება გლობალურ საუკეთესო პრაქტიკას და საქართველოს საერთო ტვირთების საზღვაო პორტებში აქამდე პრეცედენტი არ ჰქონია.

მოსალოდნელია, რომ აღნიშნული მიდგომა ხელს შეუწყობს კერძო სექტორის ინვესტიციების მოზიდვას სახელმწიფო კონტროლის შენარჩუნების პირობებში, უზრუნველყოფს მსოფლიო დონის მომსახურების განვითარებას და დროთა განმავლობაში ანაკლიის პორტში ერთზე მეტი ტერმინალისა და ერთზე მეტი ტერმინალის ოპერატორის საქმიანობის შესაძლებლობას შექმნის.

შედეგად, შესაძლებელი გახდება არა მხოლოდ პორტებს შორის კონკურენციის განვითარება ფოთისა და ბათუმის პორტებთან მიმართებით, არამედ პორტის შიგნით კონკურენციის ჩამოყალიბებაც თავად ანაკლიის პორტში”, - აღნიშნულია ანგარიშში.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image სებ-ის დღევანდელი გადაწყვეტილებით, გარკვეულწილად შემცირდება სესხების მომსახურების წნეხი, შემცირდება უმოქმედო სესხების მოცულობა და აუცილებლად გაიზრდება საბანკო კაპიტალის მდგრადობა | დავით რუსია

30.09.2026.13:47

სებ-ის დღევანდელი გადაწყვეტილებით, გარკვეულწილად შემცირდება სესხების მომსახურების წნეხი, შემცირდება უმოქმედო სესხების მოცულობა და აუცილებლად გაიზრდება საბანკო კაპიტალის მდგრადობა სებ-ის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილება, სესხის მომსახურების კოეფიციენტის ცვლილების თაობაზე, პრაქტიკულად ძალიან ბევრ ფაქტორს მოიცავს - გარკვეულწილად შემცირდება სესხების მომსახურების წნეხი, შემცირდება უმოქმედო სესხების მოცულობა და აუცილებლად გაიზრდება საბანკო კაპიტალის მდგრადობა, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს საბანკო ასოციაციის ანალიტიკურმა დირექტორმა დავით რუსიამ სებ-ის დღევანდელი, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.

,,უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს საბანკო სექტორი გამოირჩევა მაღალი პასუხისმგებლობით და ზრუნვით პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპების დაცვისა და აღსრულების მიმართულებით. ამის შედეგებს ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ და არაერთი მარეგულირებელი თუ საერთაშორისო ორგანიზაცია აღნიშნავს ამას. თუ ჩვენ ამ პროცესს ეროვნული ბანკის თვალთახედვით შევხედავთ, შესაძლებელია, ეს იყოს ნაკარნახევი რამდენიმე მოლოდინით. პირველი ალბათ იქნება მოლოდინი, რომ ოჯახების გადაჭარბებული დავალიანება შემცირდება, რადგან თუ 2025 წლის ანგარიშში, შინამეურნეობების ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან დაახლოებით 40%-ს შეადგენდა, ეროვნული ბანკი ამ ნაბიჯით ალბათ შეეცდება, რომ გარკვეულწილად ეს მაჩვენებელი შეამციროს. მეორე - ეს იქნება ეკონომიკური არასტაბილურობის შემთხვევაში ცუდი სესხების მომავალი ზრდის პრევენციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, რამეთუ ვიცით, რომ სესხი გარკვეულწილად შემოსავალს აღნიშნავს და იგივე გადაითარგმნება გადახდის შესაძლებლობების ზრდაში. თუმცა, თუ სებ-ი თვლის უარეს ვარიანტებს და ყოველთვის უნდა თვლიდეს ამას, შესაძლებელია, ასეთი გათვლა გააკეთოს, რომ თუ უმუშევრობა გაიზარდა, შეიძლება შემოსავლები შემცირდეს, ხოლო მაღალი PTI-ს შემთხვევაში ეს მოქმედ სესხში გადაიზარდოს”, - აცხადებს დავით რუსია. მისივე შეფასებით, სების მაკროპრუდენციული რეგულაციის მიზანი, ხშირად არის პრობლემამდე შექმნის რისკის შემცირება. ,,კიდევ ერთი ფაქტორი, ალბათ, ფინანსურ სტაბილურობაზე გარკვეული ზრუნვაა, იმიტომ, რომ ამ გადაწყვეტილებით შესაძლებელია, საბანკო სექტორმა მიიღოს, გარკვეულწილად, საკრედიტო პორტფელის ზრდის მცირედი შემცირება, რაც ასევე გადაითარგმნება შინამეურნეობების დატვირთვის შემცირებაში”, - აღნიშნა დავით რუსიამ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა