მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7180.8
0.006
flag
AZN 1.5305
-0.0004
flag
CNY 38.818
0.0018
flag
EUR 2.91
-0.0015
flag
GBP 3.4342
-0.0053
flag
KZT 57.78
-0.0044
flag
TRY 0.0529
0
flag
USD 2.6019
-0.0002
news banner

„ლენდლორდის“ მოდელი მსოფლიოში ყველაზე მეტად აპრობირებულია - ნავსადგურების დაახლოებით 80% მსგავსი მოდელით არის განვითარებული | თამარ იოსელიანი

news image
mbc image

„ლენდლორდის“ მოდელი მსოფლიოში ყველაზე მეტად აპრობირებულია - ნავსადგურების დაახლოებით 80% მსგავსი მოდელით არის განვითარებული, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა განაცხადა.

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მიმართ ინტერესი უპრეცედენტოდ მაღალია. „ლენდლორდის“ მოდელი გვაძლევს საშუალებას, რომ სახელმწიფო ფლობდეს და ავითარებდეს ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს, შესაბამისად, მოვიზიდოთ ინვესტორები და ოპერატორები, რომლებიც შეძლებენ ტვირთის მოზიდვას, შესაბამისი გამოცდილებისა და, რა თქმა უნდა, ინვესტიციების შემოტანას.

აქ ჩვენ ვაბალანსებთ როგორც კერძო სექტორის, ასევე საჯარო ინტერესებს. ჩვენთვის ეს მოდელი არის ის მიდგომა, რომლითაც განვავითარებთ ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს. უნდა ითქვას, რომ მსოფლიოში ყველაზე მეტად სწორედ ეს მოდელია აპრობირებული - ნავსადგურების დაახლოებით 80% მსგავსი მოდელით არის განვითარებული.

აქედან გამომდინარე, ჩვენ უკვე გადავაწყვეთ მთელი პროცესი აღნიშნული მოდელით განვითარებაზე. ახლა, როგორც ჩვენ ვსაუბრობთ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სამშენებლო მოედანზე მიმდინარეობს მშენებლობა. ბელგიური კომპანია, რომელიც დიდ ოთხეულში შედის, ახორციელებს სამშენებლო სამუშაოებს, რათა აშენდეს 1 400 მეტრის სიგრძის ტალღმჭრელი და დაღრმავდეს შესაბამისი აკვატორია 17,5 მეტრამდე, იმისათვის, რომ შევძლოთ ღრმაწყლოვანი და მსხვილტონაჟიანი გემების მიღება.

ზოგადად, უნდა ითქვას, რომ ანაკლიასთან დაკავშირებით გეგმა-გრაფიკის მიხედვით მივდივართ. სულ გუშინ გამოცხადდა ბაზრის კვლევა რკინიგზის მშენებლობასთან დაკავშირებით, რათა თვის ბოლომდე გამოცხადდეს საერთაშორისო ტენდერი. აღნიშნული სამშენებლო სამუშაოები დაახლოებით 200 მილიონი დოლარის ფარგლებშია დაგეგმილი.

შესაბამისად, აღნიშნულ პროექტს აქტიურად ვახორციელებთ. რკინიგზამ პროექტირება დაასრულა და ჩვენ უკვე სამშენებლო პროცესზე გადავდივართ. ეს უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ ანაკლია სატრანსპორტო ქსელებს დაუკავშირდეს.

ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, საავტომობილო ტრანსპორტის კუთხითაც მიმდინარეობს მუშაობა. ასევე ვგეგმავთ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარებას, რათა შეიქმნას ის ეკოსისტემა, რომელიც აუცილებელია სატრანსპორტო ჰაბისთვის“, - აცხადებს თამარ იოსელიანი.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image 2 000 სატვირთო ვაგონის შეძენას ვგეგმავთ, უკვე შეძენილია 200 ვაგონი, მომდევნო თვეების განმავლობაში დამატებით 200 სატვირთო ვაგონი ჩამოვა საქართველოში - პრემიერი

09.10.2026.11:42

ჩვენ დავიწყეთ საქართველოს რკინიგზის მასშტაბური განახლება, რომელიც ინფრასტრუქტურას და მოძრავ შემადგენლობას მოიცავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რკინიგზელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დაგეგმილია 50 ახალი ელექტრო-ლოკომოტივის შეძენა.

„90-იანი წლებიდან მოყოლებული ასეთი რამ არ მომხდარა. საქართველოში პირველად მოხდება ის, რომ ჩვენ შევიძენთ ელექტრო-ლოკომოტივებს. ასევე დაგეგმილია 10 თანამედროვე სამგზავრო მატარებლის შეძენა და მთლიანობაში, 2 000 სატვირთო ვაგონის შეძენას ვგეგმავთ. უკვე შეძენილია 200 ვაგონი, რომლის მაგალითს აქვე ვხედავთ. მომდევნო თვეების განმავლობაში დამატებით 200 სატვირთო ვაგონი ჩამოვა საქართველოში. როცა ოპტიმიზაციაზე ვსაუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, ვაგონები უშუალოდ მწარმოებელი ქარხსნისგან შეიძინა საქართველოს რკინიგზამ. ეს იყო ბატონი ლაშას უშუალო ინიციატივა და სერიოზული მუშაობა დასჭირდა ამ ყველაფერს. ჩვენ შუამავლების გარეშე შევიძინეთ ეს ვაგონები, რამაც დაახლოებით 22%-ით შეამცირა შესაბამისი დანახარჯი. მთლიანობაში დანაზოგი 400 ვაგონზე იქნება დაახლოებით 6 მლნ დოლარი. ეს არის ის თანხა, რომელიც ისევ და ისევ რკინიგზის განვითარებაში ჩაბრუნდება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა