მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7178.9
0.0021
flag
AZN 1.535
-0.0003
flag
CNY 38.89
-0.0009
flag
EUR 3.0112
-0.0135
flag
GBP 3.5189
-0.005
flag
KZT 58.19
0.004
flag
TRY 0.0537
0
flag
USD 2.6091
-0.0004
news banner

„ლენდლორდის“ მოდელთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება სწორია, ბევრი რისკი მათ შორის პოლიტიკური, გეოპოლიტიკური რისკები, კომერციული რისკები არსებობდა წინა მოდელებთან დაკავშირებით - ლევან ვეფხვაძე

news image
mbc image

„ლენდლორდის“ მოდელთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება სწორია, ბევრი რისკი მათ შორის პოლიტიკური, გეოპოლიტიკური რისკები, კომერციული რისკები არსებობდა წინა მოდელებთან დაკავშირებით - ამის შესახებ ლევან ვეფხვაძემ, BAG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გადაცემა „ბიზნეს ინსაიდერის" ეთერში განაცხადა.

„BAG-ის სახელით გამიჭირდება შეფასება. მე შემიძლია ჩემი პირადი მოსაზრება ვთქვა. მე მგონია რომ ამ ნაწილში ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა იმიტომ რომ იყო ბევრი რისკი მათ შორის პოლიტიკური, გეოპოლიტიკურ რისკები, მათ შორის კომერციული რისკები წინა მოდელებთან დაკავშირებით. იქ სადაც სახელმწიფო არ არის, სახელმწიფოს სთხოვდნენ კომერციული რისკების დაზღვევას. ალბათ ამის გარეშე არცერთი კერძო ინვესტორი არ შემოვიდოდა და ვერ შემოვიდოდა და მეორეს მხრივ, ინვესტორის წარმომავლობა ქმნიდა გარკვეულ გეოპოლიტიკურ რისკებს რომ თუ ერთი მხრიდან იქნება ინვესტორი, მეორე კონკრეტული ქვეყნიდანაც და ამ შემთხვევაში საკმაოდ სერიოზული ვნებათაღელვა იყო თუ გახსოვთ და პოლიტიკური დებატების საკითხი იყო. ამიტომ ის რომ სახელმწიფო შედის მე ვფიქრობ, რომ ეს რისკები უკვე თავისთავად იხსნება დღის წესრიგიდან და ამ რისკების დაზღვევა იმიტომ რომ სახელმწიფო თვითონ არის ინვესტორი და ამ შემთხვევაში არავის აღარ გაუჩნდება კითხვის ნიშნები რომელი გეოპოლიტიკური ძალა მართავს ამ მნიშვნელოვან პორტს. სახელმწიფოსია, ჩვენ ვმართავთ, ხალხის არის და ამ შემთხვევაში ჩვენი ფულით იქნება აშენებული ეს პორტი რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ინფრასტრუქტურის განვითარება, ამაზე ალბათ დიდი ხანია ვსაუბრობთ ქვეყანაში. მათ შორის, მე-19 საუკუნიდან დაიწყო რომ პორტების განვითარება არის ერთ-ერთ საშუალებაა იმისა ეს ნიკოლოძის კონცეფცია იყო რომ ჩვენი პოლიტიკური, გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ფუნქცია შევასრულოთ რეგიონში, არამარტო რეგიონში არამედ გლობალურად და მე ვფიქრობ რომ ამ გზის იმპლემენტაციისთვის და ამ გზაზე ძალიან მყარად სიარულისთვის ძალიან სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული“, - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image როგორ იცვლებოდა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე

14.09.2026.17:10

Galt & Taggart ბაზრის ყოველკვირეულ მიმოხილვას აქვეყნებს.

Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 136.70 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.37% წინა კვირასთან შედარებით და +8.23% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 156 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 132.70 - 137.50 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 42 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 51.85 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.67% წინა კვირასთან შედარებით და +6.95% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 332 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 49.24 - 51.85 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 52 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 45.15 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +2.15% წინა კვირასთან შედარებით და +2.38% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 102 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 43.25 - 45.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 44 ათასი აქცია შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა