მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ლევან დავითაშვილი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს მიქაილ ჯაბაროვს შეხვდა

news image
mbc image

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს მიქაილ ჯაბაროვს შეხვდა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე, მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის გენერალური დირექტორი გიორგი ჩიქოვანი და საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძე.  

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობები და აღნიშნეს, რომ ეკონომიკური კავშირების გამყარება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვანი ასპექტია. ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ ორივე ქვეყანა წარმატებით ახორციელებს მსოფლიო და რეგიონული მასშტაბის ეკონომიკური, ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტებს.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორმხრივი ვაჭრობის განვითარებაზე. აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი ბოლო წლების საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორის ხუთეულშია, ხოლო 2022 წელს მეორე პოზიციაზე იყო ქვეყნის მთავარ ექსპორტიორ ქვეყნებს შორის. ამასთან, ხაზი გაესვა იმას, რომ საექსპორტო პოტენციალი დიდია და საქართველო დაინტერესებულია, გაზარდოს ისეთი პროდუქციის ექსპორტი აზერბაიჯანში, როგორიცაა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, სურსათი, აზოტოვანი სასუქები, ცემენტი და სხვ. ქართულმა მხარემ ასევე მიაწოდა ინფორმაცია პლატფორმის - www. Tradewithgeorgia.com  შესახებ და გამოთქვა იმედი, რომ აზერბაიჯანის საქმიანი წრეები მისი მეშვეობით შეძლებენ ორმხრივი სავაჭრო კავშირების კიდევ უფრო მეტად გამყარებას.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე ინვესტიციის სფეროში. აღინიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია, შესთავაზოს აზერბაიჯანულ ინვესტორებს პროექტები ისეთ სექტორებში, როგორიცაა ტურიზმი, ენერგეტიკა, აგრომრეწველობა, ლოგისტიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, მრეწველობა და სხვ.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორმხრივი და რეგიონული პროექტების განვითარებაზე ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სექტორებში. აღინიშნა, რომ ორივე ქვეყანა დაინტერესებულია საქართველოსა და აზერბაიჯანზე გამავალი შუა დერეფნის განვითარებასა და ახალი სატრანზიტო ტვირთების მოზიდვაში. საუბარი შეეხო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის მიმდინარეობას. მხარეებმა ასევე განიხილეს ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზაზე არსებული ვითარება, აგრეთვე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დამატებითი ავიარეისების დანიშვნის შესაძლებლობა.

განსაკუთრებით გაესვა ხაზი მასშტაბური პროექტის - შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განვითარების საკითხს. აღინიშნა მისი განსაკუთრებული მნიშვნელობა სამხრეთ კავკასიის მწვანე ენერგეტიკული რესურსების ევროკავშირის ბაზრისთვის მისაწოდებლად.

შეხვედრაზე ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა ყურადღება გაამახვილა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე, როგორც მნიშვნელოვან რეგიონულ პლატფორმაზე და იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანის დელეგაცია წარმოდგენილი იქნება მაღალ დონეზე და მას პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი უხელმძღვანელებს.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა