მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ლევან დავითაშვილი: ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის დაწესება სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია

news image
mbc image

„საქართველოს მოქალაქეებს  საშუალება მიეცემათ, ყოველგვარი ბარიერის გარეშე იმოგზაურონ ჩინეთში. ეს ნამდვილად შეუწყობს ხელს ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირებს - პირველ რიგში ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით, რადგან ჩინეთი საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია", - განაცხადა დღეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. ლევან დავითაშვილის შეფასებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის დაწესება  სტრატეგიული პარტნიორის გადაწყვეტილებაა. 

„ეს არის გაგრძელება იმ თანამშრომლობის, რომელიც გასულ წელს გაფორმდა ჩინეთთან.  პირველი საქართველოს მხარის გადაწყვეტილება იყო - ჩვენ შარშან სექტემბერში მივიღეთ გადაწყვეტილება, როდესაც გავაუქმეთ მოკლევადიანი ვიზები ჩინეთის მოქალაქეებისთვის. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჟესტი, მეგობრული ნაბიჯი, რომელიც პირდაპირაა დაკავშირებული ეკონომიკურ პროგრესთან ჩვენს ურთიერთობებში. ეს აისახება, რა თქმა უნდა, მეტ ტურიზმში - ჩვენს ქვეყანაში მეტი ტურისტის უბარიეროდ შემოსვლაზე. შარშანვე იყო ამაზე საუბარი, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვისაც 2024 წლიდან ყოფილიყო უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა ჩინეთში, ასეც მოხდა", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. 

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის დაწესების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს ჩინეთში უვიზოდ 30 დღის გატარება შეეძლებათ. 

პირველი ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ძალაში უკვე ახლო მომავალში შევა, ამ ეტაპზე კი ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს. ეკონომიკის მინისტრის თქმით, შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს საშუალება მიეცემათ, ყოველგვარი ბარიერის გარეშე იმოგზაურონ ჩინეთში და ეს ნამდვილად შეუწყობს ხელს ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირებს. 

„პირველ რიგში ეს იქნება სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი ქვეყნის ძალიან ბევრი მოქალაქე ეკონომიკური ურთიერთობებისთვის ჩინეთში მიემგზავრებოდა, მაგრამ ეს არ იყო მარტივი. ვფიქრობ, რომ უვიზო მიმოსვლა ამ პროცესს კიდევ უფრო ხელს შეუწყობს, გაამარტივებს და საქართველოდანაც მეტი ვიზიტორი იქნება ჩინეთში. ეს ასევე კავშირშია ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლის კიდევ უფრო წახალისებასთან. ჩვენ სულ ვსაუბრობდით ჩინეთის სხვადასხვა ავიაკომპანიასთან, რომ პირდაპირი ფრენები იყოს ჩინეთის სხვადასხვა ქალაქებთან", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეფასებით, ჩინეთთან ურთიერთობის არსებული დინამიკა მიმდინარე წელს კიდევ უფრო გააქტიურდება, მომავალ წლებში კი პრაქტიკულ ეკონომიკურ შედეგებსაც მოიტანს საქართველოსთვის. ასევე, მისი თქმით, უვიზო მიმოსვლა ორივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია კულტურული და ხალხთა შორის ურთიერთობების თვალსაზრისითაც.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა