მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7277.3
-0.0314
flag
AZN 1.5733
-0.0003
flag
CNY 39.351
0.0024
flag
EUR 3.102
-0.0023
flag
GBP 3.5904
-0.0003
flag
KZT 56.59
-0.002
flag
TRY 0.0585
-0.0001
flag
USD 2.6744
-0.0006
news banner

ლევან დავითაშვილი: „მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა აშშ-სთან ჩვენი პარტნიორობა ხარისხობრივად ახალ დონეზე ავიყვანოთ და გავაღრმავოთ სავაჭრო და საინვესტიციო კავშირები"

news image

„აშშ, როგორც ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს მრავალი მიმართულებით. ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ასევე ხელს შეუწყობს ამერიკის ბიზნესსა და საქართველოს შორის თანამშრომლობას და მეგობრულ ურთიერთობებს", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საქართველოში მოქმედ ბიზნეს-სექტორთან რეგულარულად მართავს სამუშაო შეხვედრებს, სადაც დიალოგისა და თანამშრომლობის რეჟიმში ხდება ეკონომიკის სფეროში არსებული სიახლეების და ტრენდების, გეგმებისა თუ პროექტების  შესახებ ინფორმაციის გაცვლა. ლევან დავითაშვილმა სავაჭრო პალატის წევრებს გააცნო ბოლო პერიოდის მთავარი ეკონომიკური მაჩვენებლები, მათი განვითარების სურათი და დინამიკა, ასევე  სტრატეგიული სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული  პროექტების მიმდინარეობა. 

„სექტორების კუთხით, ეკონომიკური ზრდა განაპირობა ეკონომიკური აქტივობის ზრდამ ვაჭრობის, მშენებლობის, ტრანსპორტირებისა და შენახვის, ინფორმაციისა და კომუნიკაციების და სხვა სექტორებში. ძლიერი მაკროეკონომიკური საფუძვლებისა და ფისკალური დისციპლინის წყალობით, საქართველომ მოახერხა ფისკალური დეფიციტის და სახელმწიფო ვალის შემცირება 2022 და 2023 წლებში, გადააჭარბა ადრინდელ პროგნოზებს  და შესაბამისად, დაახლოებით 2,5% და 39,3%, მიაღწია. საქართველოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კოეფიციენტი მშპ-სთან ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსგავსი ეკონომიკის ქვეყნებს შორის და მშპ-ს მიმართ  6-8%-ის ფარგლებში მერყეობს", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

სიტყვით გამოსვლისას ლევან დავითაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ეკონომიკამ აჩვენა არახელსაყრელი გარემოს წინაშე  მდგრადობა  და უზრუნველყო ინფლაციის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი დონე ფართო რეგიონისა და ევროპულ ქვეყნებს შორის.  მიუხედავად რთული გარე ფაქტორებისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობისა, საქართველომ სუვერენული საკრედიტო რეიტინგი პანდემიამდელ დონეზე შეინარჩუნა.

„მთლიანობაში, საქართველოს ეკონომიკამ დაამტკიცა მდგრადობა წარსული ეკონომიკური კრიზისების მიმართ, შეინარჩუნა მაკროეკონომიკური სტაბილურობა და მოკლევადიანი ღონისძიებების პარალელურად შექმნა ძლიერი ეკონომიკური საფუძვლები გრძელვადიანი განვითარების მიზნების მისაღწევად. ამასთან, მძიმე დროსაც კი საქართველომ უზრუნველყო სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ჩვენი მარეგულირებელი ჩარჩოს ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან", - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ამასთან, ლევან დავითაშვილი ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს პირველადი ეკონომიკური სტრატეგია მიმართულია ევროკავშირთან და აშშ-სთან საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე. მისი თქმით, არსებული რთული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, აშშ-საქართველოს ურყევი პარტნიორობა დღესდღეობით კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. 

„შეერთებული შტატები ჩვენი ქვეყნის ტოპ 5 სავაჭრო პარტნიორებს შორისაა. კერძოდ, მას მე-4 ადგილი უჭირავს სავაჭრო ბრუნვაში 10%-იანი წილით. ასევე, აშშ-ის წილი FDI-ში 9%-ს შეადგენს. საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამერიკიდან შემოსულმა უცხოურმა ინვესტიციებმა.  ჩვენ ვაპირებთ, დავუკავშირდეთ კომპანიებს შეერთებულ შტატებში, გავაცნოთ მათ საქართველოში ბიზნესის კეთების შესაძლებლობები. მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ჩვენი პარტნიორობა ხარისხობრივად ახალ დონეზე ავიყვანოთ და გავაღრმავოთ სავაჭრო და საინვესტიციო კავშირები აშშ-ს ბიზნეს-საზოგადოებასთან", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოდან მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი 6%-იან ზრდას აჩვენებს

22.05.2026.19:00

საქართველოში ჩამოსხმულ წყლებზე მოთხოვნა მზარდია. საქსტატის მაჩვენებლების მიხედვით, 2026 წლის იანვარ-აპრილში ექსპორტზე 63 859.8 ათასი დოლარის ღირებულების 93 435 926 ლიტრი მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი განხორციელდა, მაშინ როდესაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში საექსპორტო ბაზრებზე 88 259 746 ლიტრი წყლები გადაიზიდა. შესაბამისად ქვეყნიდან წყლების ექსპორტი 6%-იან ზრდას აჩვენებს. 

საქართველოში ჩამოსხმული  მინერალური და მტკნარი წყლები მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია.

TOP 5 ქვეყანა ქვეყანა, სადაც საქართველო მინერალურ და მტკნარ წყლებს ყიდის:

  • რუსეთი - 50 499 317 ლიტრი;
  • ყაზახეთი - 15 763 085 ლიტრი;
  • უკრაინა - 8 897 087ლიტრი;
  • ლიეტუვა - 5 182 646ლიტრი;
  • უზბეკეთი - 3 346 408ლიტრი;

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა