მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ლევან დავითაშვილი თბილისში ახალი პროექტის - „ცენტრალ პარკ თაუერს"-ის პრეზენტაციას დაესწრო

news image
mbc image

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ახალი პროექტის - „ცენტრალ პარკ თაუერს"-ის პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც თბილისში, ყაზბეგის გამზირზე „ორბი ჯგუფის" მიერ ხორციელდება. პრეზენტაციის ფარგლებში ასევე გაიმართა კომპანიასა და საერთაშორისო სასტუმრო ოპერატორ „რედისონ ბლუ"-ს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმების ცერემონიალი - „ცენტრალ პარკ თაუერსი" 1500-ნომრიანი, ოცდახუთი ხუთ-ვარსკვლავიანი სასტუმროების ჰაბია, სადაც 150 ნომერზე სწორედ „რედისონ ბლუ" დაიწყებს ოპერირებას.

 

„უნდა აღინიშნოს, რომ ამ ტიპის პროექტები არამარტო საინვესტიციო კუთხითაა მნიშნელოვანი, არამედ ქმნიან ახალი მიზიდულობის ცენტრებს ტურიზმისთვის, რადგან ესაა სასტუმრო კლასტერი. თავისთავად, ეს არის ორიგინალური პროექტი და პირველად საქართველოში განხორციელდება - ერთი ბრენდული სასტუმროს „რედისონ ბლუ"-ს გვერდით იქნება წარმოდგენილი იქნება ათი სხვადასხვა სასტუმრო სხვადასხვა მფლობელის ქვეშ, მაგრამ აქვე იქნება გაერთიანებული, საერთო მულტიფუნქციური სივრცეები, რომლითაც სტუმრები ისარგებლებენ. ვფიქრობ, ეს ინოვაციური პროექტი შექმნის ახალ მიზიდულობას და ქვეყანაში ახალ ტურისტულ ნაკადებს გააჩენს", - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

 

„ორბი ჯგუფის" გენერალურმა დირექტორმა ირაკლი კვერღელიძემ ეკონომიკის მინისტრს პროექტის კონცეფცია და ინფრასტრუქტურული დეტალები, სამუშაო პროცესის მიმდინარეობა გააცნო. მისი ინფორმაციით, პროექტში განთავსდება რეგიონში ყველაზე დიდი ღონისძიებათა დარბაზი 2500 ადამიანზე,  ყველაზე დიდი სამორინე საქართველოში, ძვირადღირებული ბრენდების პირველი მოლი.

 

„ცენტრალ პარკ თაუერს"-ის სივრცეში ასევე განთავსდება მსოფლიოს 7 წამყვანი სამზარეულოს პრემიუმ კლასის რესტორნები, მათ შორის მიშლენის ვარსკვლავის პირველი რესტორანი რეგიონში, პრემიუმ კლასის სპა და საოფისე სივრცეები, საქართველოში ყველაზე ძვირადღირებული პენტჰაუზები, თანამედროვე ავტომატიზირებული პარკინგი. კომპლექსის ინფრასტრუქტურის მართვაში  მსოფლიოს წამყვანი ტოპ-კომპანიები იქნება წარმოდგენილი.

 

„საუბარია ძალიან მსხვილ ინვესტიციაზე - ორი წლის განმავლობაში 300 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, რადგან პირდაპირი ინვესტიციები მისი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია. პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ასევე დასაქმების თვალსაზრისითაც - საუბარი შეეხება 2000-დან 3000-მდე პროფესიონალი ადამიანის დასაქმებას და ღირსეულ ანაზღაურებას. ამასთან, საუბარია იმაზე, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც დღეს საზღვარგარეთ ცხოვრობენ და სასტუმრო ინდუსტრიაში მუშაობენ, თავის ქვეყანაში დაბრუნდნენ და ასეთ მაღალი დონის პირობებში შეძლონ პროფესიული ცოდნის გამოყენება და პროფესიული თვალსაზრისით საკუთარი თავის რეალიზაცია", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

 

ამასთან, ლევან დავითაშვილის შეფასებით, პროექტი  თბილისისთვის და ზოგადად, საქართველოსთვის  ძალიან წარმატებული იქნება, რადგან კომპანიას უკვე მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს სასტუმრო და სტუმარმასპინძლობის ბიზნესში. მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა იქნება, რათა ასეთი პროექტები შეუფერხებლად და სწრაფად ხორციელდებოდეს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა