მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ლევან დავითაშვილი უზბეკეთის ვიცე-პრემიერს შეხვდა - რა განიხილეს

news image
mbc image

ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების საკითხებზე იმსჯელეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა და უზბეკეთის ვიცე-პრემიერმა, ჟამშიდ ხოჯაევმა გაფართოებულ შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის,  ირაკლი კობახიძის უზბეკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ტაშკენტში გაიმართა.
 
მხარეებმა საქართველოსა და უზბეკეთს შორის მიმდინარე და სამომავლო პარტნიორობის მიმართულებებზე ისაუბრეს, ასევე განიხილეს ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომის დღის წესრიგში გათვალისწინებული მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის, სავაჭრო ეკონომიკური სამუშაო ჯგუფის შექმნა და  პირდაპირი ავიარეისების გაზრდის შესაძლებლობები. ვიცე-პრემიერების შეხვედრას ქართული მხრიდან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და საქართველოს სამთავრობო დელეგაციის სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 
ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოსა და უზბეკეთს შორის არსებობს მეგობრობის მრავალწლიანი ტრადიციები, რომლებიც კიდევ უფრო გაძლიერდა და ხარისხობრივად ახალ დონეზე ავიდა ბოლო წლებში.
 
„ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ თანამშრომლობის განვითარების ტემპის გაზრდას. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით აქტიურად გავაგრძელებთ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას და შევძლებთ გავხსნათ ახალი შესაძლებლობები პარტნიორობის უფრო ეფექტური განვითარებისთვის" - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
 
როგორც შეხვედრაზე ითქვა, საქართველოსა და უზბეკეთს შორის  ბოლო წლების განმავლობაში მზარდი დინამიკა ფიქსირდება ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში. 2024 წლის მონაცემებით,  ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა  40%,-ით გაიზარდა,  გასულ წელს 23 პროცენტით არის  გაზრდილი საქართველოში უზბეკეთიდან შემოსული ვიზიტორების ოდენობა, ასევე მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება სატვირთო გადაზიდვებში, მათ შორის საავტომობილო ტრანსპორტით ორ ქვეყანას შორის გადაზიდულია 442,7 ათასი ტონა ტვირთი (ზრდა 6,1%), ხოლო სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდული ტვირთების ოდენობა 24.7 %-ით არის გაზრდილი.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა