მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ლევან დავითაშვილმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში არქეოლოგიური კომპლექსის ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

news image
mbc image

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში, ნამოსახლარ „გადაჭრილი გორას" არქეოლოგიური კომპლექსის ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. ლევან დავითაშვილი იმირში კულტურის და სპორტის მინისტრ, ვიცე-პრემიერ თეა წულუკიანთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი დოხტურიშვილთან და კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ღვინის ეროვნული სააგენტოების ხელმძღვანელებთან ერთად იმყოფებოდა. 

სოფელ იმირის ,,გადაჭრილი გორა" მნიშვნელოვანი, საქართველოში მიწათმოქმედების უძველესი ძეგლია, რომელიც ძვ. წ. VI-V ათასწლეულებით თარიღდება. აღსანიშნავია, რომ გარდა საყოფაცხოვრებო არქეოლოგიური ნიმუშებისა, იქ აღმოჩენილია მცენარეთა თესლის და ყურძნის წიპწის ნიმუშები, რაც იმ პერიოდში მებაღეობა-მევენახეობის კულტურის არსებობაზე მეტყველებს. საქართველოსთვის ამ მნიშვნელოვანი ძეგლის შენარჩუნების მიზნით „გადაჭრილ გორაზე" მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.

ლევან დავითაშვილის შეფასებით, ეს იქნება ადგილზე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების საშუალება, რომელიც  არამხოლოდ მარნეულის მუნიციპალიტეტში, მთლიანად საქართველოს მასშტაბით მიზიდულობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი გახდება.

„ეს არის ადგილი, სადაც მიწათმოქმედების ერთ-ერთი ყველაზე ძველი კერაა აღმოჩენილი, მათ შორის მევენახეობა-მეღვინეობის დასაწყისია და ეს არ არის საინტერესო მხოლოდ ქართველი ვიზიტორებისა და ტურისტებისთვის, ეს არის მსოფლიო მეცნიერებისა და ტურისტებისთვის საინტერესო დანიშნულების ადგილი. აქედან გამომდინარე, მას განსაკუთრებული ღირებულება აქვს.  ამ პროექტის ფარგლებში უწყებათაშორისი თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია და განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო კულტურის სამინისტროს ამ პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის. სამუშაოები მიმდინარე წელს უნდა დასრულდეს და ჩვენ საშუალება გვექნება, რომ ეს უმნიშვნელოვანესი, „ღია ცის ქვეშ მუზეუმი" გაიხსნას და ტურისტები მოვიზიდოთ", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

არქეოლოგიური ძეგლის დაცვისა და მისი შემდგომი განვითარების მიზნით რამდენიმე უწყება აქტიურად თანამშრომლობს. შესრულებულია „გადაჭრილი გორას" პროექტი, რომელიც ითვალისწინებს საგზაო და საინჟინრო ინფრასტრუქტურის მოწყობას, შემდგომ კი იგეგმება მუზეუმის გაკეთება, საპარკინგე ინფრასტრუქტურის და დამატებითი ტურისტული ატრაქციების მოწყობა. როგორც ლევან დავითაშვილი აღნიშნავს, ეს ყველაფერი კერძო სექტორს და ბიზნესს ინვესტიციების განხორციელების საშუალებას მისცემს. ამასთან, მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ „გადაჭრილი გორა" არამხოლოდ სამეცნიერო კუთხით იქნას შენარჩუნებული - კონსერვაციის მიზნით, არამედ მოხდეს მისი ტურისტული პოტენციალის გამოყენება.

„საბოლოოდ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ემსახურება საქართველოს, ასევე ქართული ღვინის ცნობადობის კიდევ უფრო ამაღლებას და ზოგადად, ქართული ტურისტული პოტენციალის განვითარებას. მარნეულის მუნიციპალიტეტი, კულტურის, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის სამინისტროები - ყველა უწყება მჭიდროდ თანამშრომლობს იმისთვის, რომ პროექტის შემდგომი განვითარება მოხდეს", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა