მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ლევან დავითაშვილმა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარ კომპანია „ჯეორჯიან პროდაქტს“-ს 10 წლის იუბილე მიულოცა

news image
mbc image

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კომპანია „ჯეორჯიან პროდაქტს“-ის 10-წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ლევან დავითაშვილმა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარი საწარმოს ხელმძღვანელებს და თანამშრომლებს იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ კომპანია სახელწიფოსა და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის კარგი მაგალითია.

„ჯეორჯიან პროდაქტსი“ შინაური ცხოველების ავეჯის მწარმოებელი კომპანიაა, რომელსაც ათი წლის განმავლობაში საკუთარი პროდუქცია წარმატებით გააქვს ექსპორტზე  ევროკავშირის ქვეყნებსა და აშშ-ში. კომპანია პროდუქციის 100-ზე მეტ სახეობას აწარმოებს, რომლებიც დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა, სერტიფიცირებული ნედლეულით. აღსანიშნავია, რომ საწარმოში 550-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

„აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, კომპანიამ ისარგებლა ინფრასტრუქტურული მხარდაჭერით - კერძოდ, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით კომპანიას გადაეცა 10 000 კვ. მ მიწის ნაკვეთი, ხოლო 2014-2020 წლებში ისარგებლა პროგრამის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის, კერძოდ, კრედიტის/ლიზინგის პროექტებზე პროცენტის თანადაფინანსების კომპონენტით. „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული პროგრამის ფარგლებში, შპს „ჯეორჯიან პროდაქტს“-ს ჯამში ათვისებული აქვს 3,458,199 ₾ (1 სესხი, 4 ლიზინგი) 5 პროექტის ოდენობით, რომლის მიზნობრიობა საწარმოს მშენებლობა და წარმოებისთვის საჭირო დანადგარების შეძენა იყო. პროექტის ჯამურმა ინვესტიციამ 4 000 000 ლარზე მეტი შეადგინა.

„ეს არის წარმოება, რომელიც, ფაქტობრივად, ახალ ინდუსტრიას, საექსპორტო პროდუქციას ქმნის და ასაქმებს საქართველოში ადამიანებს. ვფიქრობ, კომპანია იმის კარგ მაგალითს იძლევა, რომ ჩვენ ქვეყანაში შეიძლება კონკურენტუნარიანი, წარმატებული წარმოების შექმნა,  რაც სახელმწიფოს სამრეწველო პოტენციალის გაძლიერების ნაწილია. პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ყველაზე რთულ, საწყის ეტაპზე ბევრ საწარმოს დაეხმარა, მისი მიზანიც ეს  იყო - ქვეყანაში ასეთი ტიპის მეტი ბიზნესი შექმნილიყო“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, მაღალტექნოლოგიური საწარმოო ბაზა, წარმოების უწყვეტი ციკლი, ეკომეგობრული სტანდარტი და თანამშრომლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო - ის მახასიათებლებია, რომლითაც საწარმო გამოირჩევა და რის გამოც ევროკავშირის მილიონზე მეტი  მომხმარებლის ოჯახი სარგებლობს პროდუქციით “MADE IN GEORGIA”, რაც ხარისხის განმსაზღვრელ ნიშნად იქცა.

ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ამ კუთხით კიდევ დიდი შესაძლებლობები აქვს. მათ შორის პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ გეგმაში აქვს, მნიშვნელოვნად გაზარდოს წარმოების პოტენციალი და ხელი შეუწყოს ასეთი ტიპის წარმოებებს, რადგან ისინი საშუალებას იძლევა, სრულად იქნას ათვისებული ის უპირატესობები, რასაც თავისუფალი ვაჭრობა  ქმნის. 

„საქართველოში წარმოებული პროდუქცია რომ კონკურენტუნარიანია, სახელმწიფოს მიერ სწორად დაგეგმილი პოლიტიკის შედეგია. ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი, რომ სრულად ავითვისოთ ის სამრეწველო პოტენციალი, რომელიც ქვეყანას აქვს. ჩვენ თავიდან ვქმნით ამ სამრეწველო პოტენციალს, რაც საშუალებას მოგვცემს, მეტი ადამიანი დავასაქმოთ ღირსეულად, წარმატებულები ვიყოთ და მეტი ეკონომიკა შევქმნათ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა