მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ლევან დავითაშვილმა „როიტერსთან" ინტერვიუში საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და ეკონომიკურ პროგნოზებზე ისაუბრა

news image
mbc image

„საქართველოს  სტაბილური გეოპოლიტიკური გარემო  ფუნდამენტური ფაქტორია ინვესტორებისთვის, რაც ასევე დაგვეხმარა ბოლო სამ წელიწადში 5 მილიარდ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოზიდვაში. ჩვენი ამბიციური მიზანია, რომ  მომდევნო ოთხ წელიწადში, 2028 წელს, 9 მილიარდ ევროს მიაღწიოს ინვესტიციამ ქვეყნის ეკონომიკაში. როგორ შევძლებთ ამას? - ჩვენ ვაჩვენეთ, რომ სანდო პარტნიორი ვართ საერთაშორისო კომპანიებისთვის, გარდა ამისა, მაკროეკონომიკური სტაბილურობაა ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე ძალიან ძლიერი გზავნილი საერთაშორისო ინვესტორებისთვის" - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა „როიტერსისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, საქართველოში ბიუჯეტის დეფიციტი 3%-ზე დაბალია, ნარჩუნდება ინფლაცია დაბალ დონეზე, რაც ძალიან გონივრული მონეტარული პოლიტიკის შედეგია.

„ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და ეს არ არის მხოლოდ ჩვენი სუბიექტური შეფასება, რომ საქართველოს ეკონომიკა ძალიან სწრაფად გაიზრდება - საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველო მომდევნო ხუთ წელიწადში 5%-ზე მეტით გაიზრდება და ეს გარღვევაა არსებული სტრუქტურიდან" - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მისივე თქმით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გარეშე ქვეყანა ვერ იქნება გლობალურად კონკურენტუნარიანი, შესაბამისად, იქმნება დიდი ტექნოლოგიური და ინოვაციური ცენტრები თითქმის ყველა რეგიონში. პირველი ვიცე პრემიერის შეფასებით,  ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხიანი ინვესტიციებისა და ნოუ-ჰაუს მოზიდვა, რაც  გაზრდის კონკურენტუნარიანობას,  პროდუქტიულობას,  შემოიტანს ახალ ტექნოლოგიებს და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დადებითად აისახება საქართველოს  ეკონომიკაზე.

მსოფლიოს გავლენიანმა საინფორმაციო სააგენტომ  საქართველოს შესახებ ვიდეო და სტატია გამოაქვეყნა, სადაც ქვეყანას აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის სტრატეგიულ სავაჭრო ჰაბად მოიხსენიებს.  სხვადასხვა რესპოდენტებთან ჩაწერილ ინტერვიუებთან ერთად „როიტერსის" ობიექტივში ნაჩვენებია საქართველოში არსებული უნიკალური საინვესტიციო და ბიზნესგარემო, სწრაფი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და ის შესაძლებლობები, რასაც ქვეყანა ინვესტორებს სთავაზობს. "როიტერსის" გადამღებ ჯგუფს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტომ „აწარმოე საქართველოში" უმასპინძლა.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა