მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ლევან დავითაშვილმა ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) სამუშაო შეხვედრა გახსნა

news image
mbc image

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თბილისში ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა. რეგიონში ფინანსური ტექნოლოგიების (Fintech) განვითარების საკითხებისადმი მიძღვნილი შეხვედრა ლევან დავითაშვილის სიტყვით გაიხსნა, სადაც მან CAREC-ის ქვეყნების თანამედროვე ეკონომიკური ტენდენციების შექმნა-განვითარების პროცესში ფინანსური ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

„იზრდება რა, რეგიონი და შესაბამისი ეკონომიკები, კაპიტალის გადანაწილება ქვეყნის თუ რეგიონის დონეზე ჩვენი რეფორმების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ხდება. ფინანსურ ტექნოლოგიას კატალიზატორი როლი აქვს ამ ტენდენციების გაძლიერებაში, ვინაიდან სახეზეა გაზრდილი მოთხოვნა და კაპიტალის მობილიზების საჭიროება. ფინანსურ ტექნოლოგიას შეუძლია აამაღლოს და დააყენოს ჩვენი რეგიონალური ეკონომიკა უფრო მდგრად გზაზე და ჩვენ, მთავრობებმა, მხარი უნდა დავუჭიროთ ამ ძალისხმევას. რეგიონული თანამშრომლობა, სადაც მძლავრობს ფინანსური ტექნოლოგიები,  განცალკევებული ამოცანა არ არის", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა თავის გამოსვლაში. 

სამუშაო შეხვედრა ორი დღის განმავლობაში, 21 – 22 თებერვალს გაგრძელდება. ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის ქვეყნების წარმომადგენელთა გარდა მასში მონაწილეობენ საქართველოს ეროვნული ბანკის, აზიის განვითარების ბანკის ხელმძღვანელი პირები და სხვა, საფინანსო-საბანკო სექტორის წარმომადგენლები. 

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, დღესდღეობით არსებული ფინანსური ტექნოლოგიები, ინოვაციები თუ თანამედროვე აპლიკაციები მნიშვნელოვნად ამარტივებს საფინანსო ურთიერთობებს პარტნიორ ქვეყნებსა და ეკონომიკებს შორის. ასევე ინიციატივები, რომლებიც რეალური პლატფორმებია რეალურ დროში პარტნიორებს შორის საერთაშორისო გადახდების უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, უნდა მოხდეს მათი, როგორც  რეალური ეკონომიკური ზრდის ინსტრუმენტების გამოყენება. 

„საქართველოს მთავრობა რამდენიმე ღონისძიებას ატარებს, რათა ამ ტრანსფორმაციულ გზაზე დარჩეს. ჩვენმა მთავრობამ ხაზი გაუსვა ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციებზე, კერძო სექტორზე ორიენტირებული ეკონომიკური განვითარების მნიშვნელობას და დაიწყო ინოვაციური ეკოსისტემის მშენებლობა. 2014 წლიდან ჩვენ ხელს ვუწყობთ ინოვაციების, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას, მხარს ვუჭერთ ინოვაციურ სტარტაპებს, მათ კონკურენტულ ზრდას. ასევე ხელს ვუწყობთ თანამშრომლობას მეცნიერებისა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. 

პირველმა ვიცე-პრემიერმა ღონისძიების მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საქმიანობაზე, რომელიც ზოგადად IT სექტორის განვითარების გარდა, უზრუნველყოფს მათ შორის საფინანსო პროგრამებზე წვდომას.  ასევე მან ისაუბრა ამ კუთხით საქართველოს საფინანსო სექტორის საქმიანობაზე. 

„ჩვენ ველით, რომ Fintech პროდუქტები გაზრდის კონკურენტუნარიანობას რეალურ ეკონომიკაში და დააახლოებს საცალო კლიენტებს ბიზნესთან. სარგებელი ამ სფეროებში ძალიან დიდია და საქართველოს, არის რა ევროკავშირის კანდიდატი (და SEPA-ის ქვეყანა, იგივე ნიშნით) ქვეყანა, ხელს უწყობს მისი უნიკალური მდებარეობა, იყოს ხიდი ევროპასა და აზიას შორის. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვითანამშრომლებთ და წინ რა გზით წავალთ", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა